logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: დავითგარეჯი საქართველოა!
- +

24 სექტემბერი. 2020. 21:42

 

 

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის უწყებებს შორის, დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მოპოვებულმა ახალმა მასალებმა შეძლება დაძაბულობის კვანძი გახსნას! რაც მიმაჩნია წინ გადადგმულ ნაბიჯად! ამიტომაც “ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა” დროებით ვწყვეტთ ყოველგვარ აქტივობას, რათა რაიმე ფორმით არ გავხდეთ ამ მოლაპარაკებების ხელის შეშლის მიზეზი“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული მარშის“ ლიდერი ირაკლი შიხიაშვილი წერს.

 

„ბრძოლას, რომ ყოველთვის აქვს აზრი “ქართულმა მარშმა-ეროვნულმა მოძრაობამ ეს დაამტკიცა დავითგარეჯისთვის უკომპრომისო ბრძოლით!

 

დიახ! რამდენიმე თვეა ჩვენ არაერთი მწვავე განცხადება გავაკეთეთ და დავაფიქსირეთ, რომ არ შევეგუებოდით დავითგარეჯას ფარულ ანექსიას!

 

მეტიც სანდრო ბრეგაძე, მე და რამდენიმე ჩვენი თანაგუნდელი მოულოდნელად ჩავედით დავითგარეჯაში, საიდანაც სოციალური ქსელის პირდაპირი ეთერით მთელ საქართველოს ვამცნეთ უკიდურესად საგანგაშო ვითარება, ვინაიდან საზღვარი ჩვენს მხარეს 700 მეტრით ჰქონდათ გადმოწეული აზერბაიჯანელებს!

 

იქვე დავაანონსეთ, რომ ამ ფარულ ოკუპაციას ქართული მარში არ შევეგუებოდით, თუნდაც ხელისუფლებას კვლავაც სირაქლემას პოზაში ყოფნა გაეგრძელებინა და ყველა მეთოდით ვიბრძოლებდით დავითგარეჯის დასაბრუნებლად!

 

სწორედ ამიტომაც ვგეგმავდით ოქტომბრის დასაწყისში ფართომაშტაბიან აქციებს დავითგარეჯაში, რაც რა თქმა უნდა უნდა ცნობილი იყო ხელისუფლებისთვის! მათგან არაერთგზის გაფრთხილებისა, მუქარანარევი ტონისა, ჩვენ არ ვაპირებდით და არ ვაპირებთ რაიმე კომპრომისზე წასვლას დავითგარეჯისთან დაკავშირებით!

 

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის უწყებებს შორის, დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მოპოვებულმა ახალმა მასალებმა შეძლება დაძაბულობის კვანძი გახსნას! რაც მიმაჩნია წინ გადადგმულ ნაბიჯად! ამიტომაც “ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა” დროებით ვწყვეტთ ყოველგვარ აქტივობას, რათა რაიმე ფორმით არ გავხდეთ ამ მოლაპარაკებების ხელის შეშლის მიზეზი.

 

თუმცა გაფაციცებით დავაკვირდებით მიმდინარე პროცესს, რათა არ მივცეთ არავის ქართველი ერის ინტერესების გაბითურების და დროის გაყვანის შესაძლებლობა!

 

ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ აზერბაიჯანული მხარე შეგნებით მოეკიდება ქართველი ერისთვის ამ უმნიშვნელოვანეს და სენსიტიურ საკითხს და როგორც ნამდვილ მეგობარს შეჰფერის შემხვედრ ნაბიჯებს გადმოდგამს, რათა ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანად დასრულდეს ეს მტკივნეული თემა!

 

ნუ მიღეებს ნურავინ მუქარად, მაგრამ დავითგარეჯის საკითხის სამართლიანად საქართველოს ინტერესების გადაუწვეტელობის შემთხვევაში, ჩვენ! “ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა” ყველა მეთოდით დავიწყებთ ბრძოლას დავითგარეჯის დასაბრუნებლად თუ ეს გახდება საჭირო!!! 

 

უფალი ჰფარავდეს საქართველოს და ქართველ ერს!!!

 

დავითგარეჯი საქართველოა!!!“ - წერ ირაკლი შიხიაშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner