logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუას ღია წერილი თბილისის ,,დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას
- +

26 სექტემბერი. 2020. 01:01

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

 

პატივცემულო ბატონო რომან, უპირველეს ყოვლისა, მსურს, შეგიქოთ საოცარი ინტუიცია და შორსმჭვრეტელობა:

 

 

ჩანს, თავიდანვე მიხვდით, რომ როგორც ქაქისაგან ხაჭო არ გაკეთდება და პენისისაგან სალამური არ გამოითლება, ზუსტად ასე არ გამოდნებოდა თქვენი ფორმაციის ,,დინამოსაგან" საფეხბურთო გუნდი.

 

 

ამიტომაც იყო, რომ ადექით და, როგორც პრაგმატულმა ბიზნესმენმა, ეტაპობრივად დაიწყეთ ,,დინამოს" სპორტული ინფრასტრუქტურისათვის პროფილის შეცვლა: ჯერ ,,დინამო არენაზე" ფართი მიაქირავეთ ღამის კლუბ ,,ბასიანს", მერე კი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ბოსტანი გააშენეთ ლაგოდეხის კიტრითა და ჭოპორტის პამიდვრით.

 

 

ახლა კი დროა, ბატონო რომა, ყველაფერს საბოლოო სახე მიეცეს:

 

 

თბილისის ,,დინამოს" საწვრთნელ ბაზას, რომელიც დიდი ანდრო ჟორდანიას სახელს ატარებს, რებრენდინგი უქენით და პირდაპირ დაარქვით: ,,რომან ფიფიას სახელობის ბოსტანი."

 

 

წარწერა ,,დინამოს" ბაზის შესასვლელთან: ,,აქ ცხოვრობს დინამო", შეცვალეთ: ,,აქ მოდის საუკეთესო კიტრი, პამიდორი (ან პომიდორი) და ბადრიჯანი (ღმერთმა მოგცეთ მკლავში ჯანი...)

 

რაც შეეხება ბორის პაიჭაძის სახელობის ,,დინამო არენას", მას დაარქვით: ,,ნაჯა ორაშვილის სახელობის ბასიან-არენა".

 

თუ მაინცა და მაინც გსურთ, რომ საფეხბურთო კომპონენტიც შეინარჩუნოთ, ,,ბასიანის" რეივერებისა და ექსტაზომანებისაგან შექმენით გუნდი სახელწოდებით ,,გასულები".

 

თუ ევროტურნირებზე ვერ გახვალთ, ,,გასულები" სახელწოდებად მაინც შეგრჩებათ და გულს გაუხარდება.

 

 

 

პატვისცემითა და გულ(დათუთქულ)შემატკივართა სახელით ჯაბა ხუბუა.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner