logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: ირმა ამ ფოტომ გამანადგურა...
- +

26 სექტემბერი. 2020. 16:56

 

 

კულტურის პალატის პრეზიდენტი თავით ოქიტაშვილი, სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილის ფოტოს ეხმაურება. ფოტო სოხუმის დაცემის დროისაა, სადაც  22 წლის ირმა ინაშვილი ჭუბერისკენ მიმავალ გზაზე, მამას თოთო ბავშვის გადაყვანაში ეხმარება.

 

„ირმა ამ ფოტომ გამანადგურა...

 

 ეს ჩემი სამშობლოს ისტორიის ყველაზე ტრაგიკულო დღეებია.

 

ეს კი ირმა ინაშვილია !!! დიახ, ჭუბერის გზაზე  მან ათასობით ქართველთან ერთად გაიარა ეს ჯოჯოხეთი‼️‼️

 

ხელში ბავშვი უჭირავს და იმ წლებში თავადაც პატარა გოგოს, ხელში აყვანილი  გადმოჰყავს თოთო ბავშვი. მან არაერთი ბავშვი, მოხუცი, გაყინვასა და სიკვდილს გადაარჩინა⁉️

 

ეხლა ზუსტად მივხვდი რატო ტკივა ასე აფხაზეთი... მას სურს ეს ახალგაზრდები თავის სამშობლოში დააბრუნოს, საიდანაც ისინი გამოყარეს.

 

ირმა ძალიან მიყვარხარ.

 

ხარ გულწრფელი პატრიოტი და შენი ქვეყნის ერთგული.

 

რა თქმა უნდა  გებრძვიან. ერთი კი იცოდე სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს!!!

 

მეამაყები მეგობარო“, - წერს დათო ოქიტაშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner