logo_geo
eng_logo
სოსო გოგაშვილი: პირობას ვდებ ჩემი ოჯახის, გარდაცვლილი მამის წინაშე, რომ ყველას საკადრის პასუხს გავცემ, ამ ტალახის სროლისთვის!
- +

26 სექტემბერი. 2020. 17:57

 

        

„ცილისწამება, ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაცია, დისკრედიტაცია. ეს დღევანდელი მსოფლიოს ბოროტი ძალების ერთერთი მძლავრი იარაღია. სამწუხაროდ ასეა საქართველოშიც“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი წერს.

 

„მე პირადად, ჩემი ოჯახი, ნათესავები და მეგობრები, ბოლო წლების განმავლობაში ხშირად ვიყავით ამ ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლნი.

 

არ მოქმედებდა? ვერ მოგატყუებთ, რომ არა, სამწუხაროდ მოქმედებდა ჩვენზე. ამ ყველაფერმა ძალიან დააზიანა ჩვენი ჯანმრთელობა და ყველაზე ცუდი,  ამ ნერვიულობამ შეიწირა მამაჩემის სიცოცხლე ( ეს აქამდე არ მითქვამს). ვუძლებთ და მაგრად ვდგავართ უფლის შეწევნით. მიუხედავად იმისა, რომ  ძალიან ძლიერი ნებისყოფა და ნერვები მაქვს, მაინც რთულია არ განიცადო, როცა გებულობ, რომ ამას “შენიანი“ კვებავს გუნდის შიგნიდან!!!

 

სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ამ სიბინძურეს არანაირი კანონი არ ზღუდავს. ვერანაირად ვერ იცავს ცილისწამებისგან უდანაშულო ადამიანს სახელმწიფო . ამ ყველაფერს, რომ გაუმკლავდე საჭიროა ძლიერი ანტიკამპანია და დიდი მხარდაჭერა. სამწუხაროდ ჩვენ მოკლებული ვიყავით ამ ფუფუნებას და თითქმის მარტო გვიწევდა ბრძოლა ამ სიბინძურესთან, ჩემი მწირი შესაძლებლობებით და ერთგული გულშემატკივარი მეგობრების გვერდში დგომით.

 

ჯერ მე არ გამიცია ამომწურავი პასუხი ყველა ბინძურ ცილისწამებაზე. პირობას ვდებ ჩემი ოჯახის, გარდაცვლილი მამის და ჩემი ახლობლების წინაშე, რომ ყველას საკადრის პასუხს გავცემ, ამ ტალახის სროლისთვის!!!

 

ეს მდგომარეობა აუცილებლად შესაცვლელია და სახელმწიფომ ამ მხრივ უფრო მეტად უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეები . მითუმეტეს, რომ ბევრი “ფეიკმეიკერი” უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიდან იმართებიან“, - წერს სოსო გოგაშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner