logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: ჩემო მეგობარო, გაოგნებული ვარ, თუ რა გადაგიტანია აფხაზეთის ომში...
- +

27 სექტემბერი. 2020. 16:18

 

 

 

კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ირმა ინაშვილის ჭუბერზე გადაღებულ 27 წლის წინანდელ ფოტოზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„სოციალური ქსელის მომხმარებელი ანა ლუკაშვილი შემდეგი  სახის კომენტარს აკეთებს. „ირმას თოთო ბავშვი უბეში ჰყავდა ჩასმული, მკვდარი ეგონა გაყინვისგან, ეს ბავშვი სხეულის ტემპერატურამ გაათბო და აფართხალდა, შემდეგ ირმამ ეს ბავშვი მონათლა“.

 

P.S. ჩემო მეგობარო, ნამდვილად არ ვიცოდი და გაოგნებული ვარ, თუ რა გადაგიტანია აფხაზეთის ომში.

 

ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ორჯერ გაიარე ჭუბერის გზა, რათა გადაგერჩინა მოხუცები და ახალგაზრდები.

 

მე ამაყი ვარ, რომ მყავს შენისთანა მეგობარი. აფხაზეთი საქართველოა. ჩვენ ყველა მალე აფხაზეთში დავბრუნდებით“, - წერს დავით ოქიტაშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner