logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: დმანისი არაფერია, უარესზე უარეს სცენარებს უნდა ველოდოთ „ნაცმოძრაობისგან!“
- +

28 სექტემბერი. 2020. 23:13

 

 

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

“რასაც „ნაცმოძრაობა“ ახლა აკეთებს, ეს არის მისი მხრიდან “სწორი” მიმართულება. გველი კანის გამოცვლით მის ბუნებას არ იცვლის და გველი რჩება გველად.

 

ამ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მხოლოდ დროის საკითხია „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური არენიდან გაქრობის საქმე. ამას აცნობიერებენ და ამიტომაც გადავიდნენ ჩვეულ სტილზე დარბევები, ქვების სროლა, ზონდერ ბრიგადების გამოყენება. დარჩენილი ერთი თვის განმავლობაში მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე არსებული ეს საშინელზე საშინელი ძალა კიდევ უფრო შეეცდება სიტუაციის დაძაბვას. ვინაიდან ვიმეორებ მათ უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვთ.

 

ეს შავბნელები ყოველგვარ პროვოკაციაზე წამსვლელები არიან!

 

მიაქციეთ ყურადღება. საიდან დაიწყეს და სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური ვითარების რა ფონზე დაიწყეს! უნდათ სიტუაციის გამწვავება, მათ ლოგიკურად მეტი სხვა გზა არა აქვთ ვინაიდან მშვენივრად იციან, რომ ა გ ე ბ ე ნ და თანაც ქრებიან!

 

ამიტომაც ესენი იკადრებენ ყოველგვარ უკადრებელს!

 

დმანისი არაფერია, უარესზე უარეს სცენარებს უნდა ველოდოთ!

 

ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს მშვიდად, პრინციპულად, მიზანმიმართულად!

 

ყოველ გადაცდომაზე კანონმა უნდა იკანონოს!” - წერს ედიშერ გვენეტაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner