logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: სამწუხაროა, რომ ე.წ. პროდასავლური ძალები არ ეხმიანებიან ამ ვიზიტს
- +

29 სექტემბერი. 2020. 17:09

 

 

„რეგიონში მიმდინარე დაძაბული პროცესების ფონზე, საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა პრემიერმა გახარიამ NATO-ს გენერალურ მდივან სტოლტენბერგთან. ეს შეხვედრა ასევე მნიშვნელოვანია შიდა პოლიტიკისთვის, პირდაპირი გზავნილია მმართველი პარტიის ოპონენტებისადმი, მკაფიოდ ადასტურებს საქართველოს საგარეო კურსს და NATO-საქართველოს ურთიერთობების მაღალ ნიშნულზე არსებობას“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.

 

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ე.წ. პროდასავლური ძალები არ ეხმიანებიან ამ ვიზიტს და ევროინტეგრაციის საკითხში მხარდაჭერის და ერთიანი ძალისხმევის ნაცვლად, წლების მანძილზე ხელისშემშლელ ქმედებებს მიმართავენ.

 

„სტოლტენბერგის მხრიდან არ მოგვისმენია რაიმე სერიოზული პრეტენზიები საქართველოს გაწევრიანებისათვის მზადყოფნასთან დაკავშირებით. ჩემთვის ყურადსაღები იყო NATO-საქართველოს შორის საჰაერო ვითარების შესახებ ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით. ეს ინიციატივა, მოკრძალებულად რომ ვთქვა, ჩემი სარდლობის დროს დაიწყო და ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოების ერთიანი სისტემისთვის. იმედია ის განახლებული მიდგომებით და სრულყოფილად განხორციელდება. ამისათვის საქართველომ დამატებითი რადარები უნდა შეიძინოს და სხვა საჭირო ზომები გაატაროს. არჩევნებთან დაკავშირებითაც მკაფიო განცხადებები გაკეთდა. რაც მთავარია, NATO, მთელი ცივილიზებული სამყარო აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner