logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: დუპლეტებო, ვერც ხელისუფლებას შეცვლით და, მით უმეტეს, ვერაფერს დააკლებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს!
- +

29 სექტემბერი. 2020. 17:15

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების შესახებ ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ვუსმენ პოლიტიკოსებად წოდებული ინდივიდების განცხადებებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით და დაბეჯითებით ვამბობ:

 

ესენი არიან დუპლეტები!

 

დუპლეტები არიან, რადგან საერთოდ არ ესმით, რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსთვის საზოგადოებრივ მაუწყებელს!

 

დუპლეტები არიან, რადგან წარმოდგენა არ აქვთ მედიაპლურალიზმზე!

 

დუპლეტები არიან, რადგან ჰგონიათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მათი მსახური უნდა იყოს და არა - საზოგადოებისა!

 

დუპლეტები არიან, რადგან ჰგონიათ, რომ მათი სისხლიანი ხელები საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა უნდა დაბანონ!

 

დუპლეტებო, დაიმახსოვრეთ: ვერაფერს მიაღწევთ! ვერც ხელისუფლებას შეცვლით და, მით უმეტეს, ვერაფერს დააკლებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს!

 

ქართველი ხალხი არ დაუშვებს სისხლით გაუმაძღარი მკვლელების, „ხოზიკების“ და აცქა-ცუცქა დუპლეტების ხელისუფლებაში დაბრუნებას!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner