logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე: გლობალური პანდემიის პირობებში, ბრიუსელში საქართველოს მაღალი დონის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს განსაკუთრებულ პარტნიორობას
- +

29 სექტემბერი. 2020. 17:22

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას  ბრიუსელში ვიზიტს უმნიშვნელოვანეს  საგარეო პოლიტიკური მოვლენად აფასებს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი.

 

„გლობალური პანდემიის პირობებში, ბრიუსელში საქართველოს მაღალი დონის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს განსაკუთრებულ პარტნიორობას. საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობა უაღრესად პროდუქტიულია უკანასკნელი წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ამ თანამშრომლობისა და რეფორმების საბოლოო შედეგი ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაციაა.

 

ვიზიტის ფარგლებში ხელი ეწერება ევროკავშირთან მნიშვნელოვან საფინანსო შეთანხმებებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 129 მლნ ევროს შეადგენს და რაც მიზნად ისახავს კორონავირუსის გავრცელების შედეგად საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების შემსუბუქებასა და გაუმჯობესებას.

 

შეხვედრის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ევროკავშირის აქტიური და უფრო ქმედითი ჩართვა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში.

 

საუბარი ასევე შეეხება საქართველოს ევროკავშირთან ვაჭრობის შემდგომ გაღრმავებას, ქართული მცირე და საშუალო საწარმოების ევროკავშირის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობებს, რაც  ჩვენი ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს“, - წერს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ირაკლი ჩიქოვანი.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner