„ახლა პირველად ვწერ იმ ადამიანზე, რომლის სახელი ეს წლები არავის უხსენებია, არადა უდიდესი წვლილი მიუძღოდა ციხის კადრების თემაში. ,ირმა ინაშვილი ბელგიაში იყო. კადრები ,,ფლეშკით,, თბილისში. რამენაირად კადრები ბელგიაში უნდა გაეშვა“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში მირიან ყარაულაშვილის შესახებ წერს.
„ახლა პირველად ვწერ იმ ადამიანზე, რომლის სახელი ეს წლები არავის უხსენებია, არადა უდიდესი წვლილი მიუძღოდა ციხის კადრების თემაში. ,ირმა ინაშვილი ბელგიაში იყო. კადრები ,,ფლეშკით,, თბილისში. რამენაირად კადრები ბელგიაში უნდა გაეშვა.
ინფორმაცია „ნაცებს“ უკვე ქონდათ და საშიში იყო თბილისიდან ამის გაკეთება, შუაღამეს ტაქსით სადახლომდე მარტო მივიდა, მერე, შემოვლითი გზით ტყე -ტყე ფეხით იარა, გადავიდა სომხეთის საზღვარზე და პირველივე ინტერნეტკაფიდან სამი საათის განმავლობაში აგორებდა კადრებს ბელგიაში. მე ეს ყველაფერი მეორე დილით გავიგე. როგორ გარისკა? არასდროს არც დაფნის გვირგვინი მოუნდომებია ამ კაცს, არც სიტყვიერი მადლობა და არც არავის მოუკლავს მისი ხსენებით თავი! ის კაცი ჩემი მეგობარი მირიან ყარაულაშვილია და მე ვამაყობ მისით! 2012 წელი ეს ყველა ჩვენგანის მონაპოვარია!“ - წერს ნინო ჯღარკავა.