logo_geo
eng_logo
მეგის ქარდავა: გიგი უგულავა ბიუჯეტის ვირთხად დარჩება - მე აუცილებლად დავბრუნდები
- +

14 ოქტომბერი. 2020. 22:50

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი  უფროსი მეგის ქარდავა ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებას.

 

 

მინდა გამოვეხმაურო ტვ პირველის ეთერში გიგი უგულავას გაკეთებულ განცხადებას: "არავითარი მეგისი არსად აღარ დაბრუნდება, წერტილი უნდა დავუსვათ ამას, წარსული აღარ დაბრუნდება".

 

 – არ ვიცი რა იგულისხმა უგულავამ, მაგრამ თუ ის გულისხმობს რაიმე თანამდებობაზე ჩემს დაბრუნებას, მინდა დავამშვიდო იგი და სხვებიც, რომ არანაირ თანამდებობაზე დაბრუნებას არ ვაპირებ და არც არანაირი სურვილი არ მაქვს, ხოლო რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, მე აუცილებლად დავბრუნდები, რადგან ვიყავი, ვარ და ვიქნები: "მუდამ საქართველოს ქომაგი" !!!

 

რა "საქმეებიც" არუნდა "შეკერონ" ჩემს მიმართ ყველას მოტივი იქნება ერთი: "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", ვინაიდან სხვა მოტივი არც არასოდეს მქონია და არც მექნება.

 

უგულავა კი ყოველთვის "ბიუჯეტის ვირთხა" -დარჩება, რომელიც მზადაა ყველა გაწიროს საკუთარი "ტყავი"-გადასარჩენად”, - წერს ქარდავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner