logo_geo
eng_logo
დავით გადელია: ღორის და ფრინველის გრიპს უფრო დიდი სიკვდილიანობა აქვს, ვიდრე კოვიდ 19-ს
- +

15 ოქტომბერი. 2020. 19:16

 

 

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია,  კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს წერს და აცხადებს, რომ ღორისა და ფრინველის გრიპს უფრო დიდი სიკვდილიანობა აქვთ, ვიდრე კოვიდ-19-ს,  ამიტომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

 

 

„ქვეყანაში მაქსიმალურად დალაგებულია ტრიაჟის, ანუ პაციენტთა სწორი გადანაწილების საკითხი- ავადმყოფს სტაციონარი სჭირდება, თუ მისი სახლში გაჩერებაც შეიძლება.

 

 

არანაირი პრობლემა არაა ამ მხრივ, განსაკუთრებით თბილისში. ბათუმში, ჯერ კიდევაა გარკვეული პრობლემები, რაც კადრების სიმცირითაა გამოწვეული.

 

 

ამავე დროს, ბევრად მეტი ვიცით ამ დაავადებაზე: როდისაა საშიში გადადების თვალსაზრისით, როგორ ავირიდოთ გადადება, რომელია რისკის ჯგუფი და ა.შ. ბევრადაა შემცირებული მკურნალობის ხანგრძლივობა, მუდმივად ხდება მკურნალობების პროტოკოლების განახლება. ამიტომ მინდა დაბეჯითებით გირჩიოთ, დაუჯერეთ ოჯახის ექიმებს!

 

 

რამდენიმე შემთხვევა გვქონდა უკვე, როცა ოჯახის ექიმებმა არ ჩათვალეს ავადმყოფის სტაციონირება საჭირო და პაციენტს სახლში დარჩენა ურჩიეს. ამის მიუხედავად, თავად დაავადების სახელით შეშინებულმა პაციენტებმა მოგვაკითხეს კლინიკაში და მოითხოვეს სტაციონარული მკურნალობა.

 

 

სულ ორიოდე დღეში დამშვიდდნენ, მიხვდნენ რომ სახლშიც გააგრძელებდნენ თავისუფლად მკურნალობას (ზოგს, საერთოდ არც სჭირდებოდა), გამოთქვამდნენ სურვილს, პროტოკოლის მიუხედავად გაგვეშვა სახლში (პროტოკოლის დარღვევა კი არაა სასურველი). მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე, PCR კვლევებიც კი ამოღებულია გამოჯანმრთელების გაკონტროლებისას.

 

 

თებერვალშიც ვვარაუდობდით, რომ მოხდებოდა კოვიდის ე.წ. გრიპიზაცია (თუმცა ორგანოთა დაზიანების თვალსაზრისით, კოვიდ19-ს განსხვავებული პათოფიზიოლოგია აქვს). კიდევ ვიმეორებ იმას, რასაც თებერვალ- მარტში ვამბობდი: შიფტიან გრიპებს (ღორის, ფრინველის გრიპს რომ ეძახიან) უფრო დიდი სიკვდილიანობა აქვთ ვიდრე კოვიდ19-ს (ე.წ. “ესპანურ გრიპზე” საერთოდ არაა საუბარი!).

 

 

ამიტომ არაა პანიკის არავითარი საფუძველი, დაუჯერეთ ექიმებს პირველივე ეტაპზეც (ოჯახის ექიმებს) და თუ კლინიკაში მოხვდით- კლინიკის ექიმებსაც! და რაც მთავარია: საზოგადოებრივ ადგილებში მუდამ გეკეთოთ პირბადე!“, – წერს დავით გადელია.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner