logo_geo
eng_logo
ბაკურ ბაკურაძე: ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები, დელია რანუნი!
- +

15 ოქტომბერი. 2020. 22:21

 

 

ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ა) მთავრობას ლანძღავდნენ გამოგვკეტა დაგვაქციაო;

 

ბ) მთავრობას ლანძღავდნენ გახსნა ყველაფერი დაგვაქციაო;

 

გ) მთავრობას ლანძღავენ მოედო ქვეყანას არ კეტავს არაფერს დაგვაქციაო;

 

დ) მთავრობას ლანძღავენ მგონი დაკეტვას გვიპირებს უნდა რომ დაგვაქციოსო.

 

ნურც გაფრინდები,

 

ნურც მოფრინდები,

 

დელია რანუნი!

 

მხოლოდ დღეს! ერთ დღეს, გავიგე 6 სხვადასხვა ფაქტი, როდესაც თავი არ დაიცვა კი არა, დადასტურებულთან კონტაქტი, მისცა სიცხე, გამოუვლინდა ყველა ნიშანი, არ გაიტესტა, დამალა და  დადიოდა სამსახურში!

 

თვითიზოლაციაში გაშვებული დაიარებოდა ქუჩა-ქუჩა, სალონ-სალონ და მაღაზია-მაღაზია!

 

სიცხიანი ბავშვი გაუშვა სკოლაში!

 

პირბადე არ იხმარა, ხელი არ დაიბანა, დისტანცია არ დაიცვა და სხვა ამდაგვარი რეგულაციები ხო მასიურად ისვენებს?!

 

დეზერტირების ბაზართან აფთიაქში შევირბინე უსუნო, არომატის გარეშე სველი ხელსახოცების საყიდლად. არ ვიცით ეგეთი გვაქვს თუ არაო, მერე მაწვდის ერთ-ერთს აი ეს არის უსუნოო. ავწიე სტუკერი და ყარს ლილიების სუნად, დავაწებე უკან და მივეცი ეს არ მინდა თქო. თქვენ კანონს არღვევთ რატომ აწიეთ სტიკერიო. დავახურე, აფთიაქმა არ იცით რა პროდუქციას ყიდით თქო. მოვბრუნდი ხელზე სითხის დასხმა მინდოდა. არც სადეზინფექციო სითხე ჰქონდათ და არც ბარიერი!

 

ა ფ თ ი ა ქ შ ი!

 

(რომ გამოვედი მერე აღმოვაჩინე რომ არ იყო ქსელური).

 

მე კიდევ თურმე კანონი დავარღვიე სველ ხელსახოცს რომ ვუყნოსე ყარდა თუ არა ყვავილების ან რამის სუნად.

 

კრინტი არ გავიგო კომენტარებში!

 

P.S. მძულს ასეთი პოსტები, უბრალოდ ვეღარ მოვითმინე“, - წერს ბაკურ ბაკურაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner