logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: დასკვნები თავად გამოიტანეთ იმაზე, რაც დღეს ბათუმში მოხდა, აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი
- +

17 ოქტომბერი. 2020. 00:37

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე, ბათუმის ბულვარში „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთან შეხვედრას სოციალური ქსელით ეხმაურება.

 

 

„ამ რეალობაში ვართ და ესაა ფაქტი. როგორ იქნება რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფება პასუხისმგებელი მთელ ქვეყანაზე, როცა ერთი მიტინგის დროსაც კი ეს „ფეხებზე ჰკიდიათ“? პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი დაგეგმილია, მიზანი გააზრებული, შედეგები გათვლილი… დასკვნები თავად გამოიტანეთ იმაზე, რაც დღეს ბათუმში მოხდა და როგორც ჩატარდა შეხვედრა. აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

 

 

შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ – ძალა ერთობაშიამ“ ბათუმის ბულვარში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და საარჩევნო პროგრამა წარადგინა. აღნიშნული წარდგენა კი ხალხმრავალ აქციაში გადაიზარდა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner