logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია ხათუნა სამნიძეს: დისტანცია სად არის აქ ან/და რაიმე რეგულაციის დაცვა?
- +

16 ოქტომბერი. 2020. 23:13

 

„არცერთი ხმა ქვეყნის მტრებს“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია ბათუმში, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერ აქციას და „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს მიმართა, რომელმაც ბათუმში, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი აქციის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 

„ვიქნები კორექტული. გამარჯობა. არ შევეხები იმას, თუ რა დონეზე სამარცხვინოები ხართ, თუ სად დგახართ და ა.შ მიპასუხე: 1. დისტანცია სად არის აქ ან/და რაიმე რეგულაციის დაცვა? 2. მთავრობას რომ აბრალებ ვირუსი ვერ შეაკავაო, შენ და შენი ლიდერები რას აკეთებთ იმისთვის, რომ ვირუსი არ გავრცელდეს? და ბოლო კითხვა - არ გრცხვენია? არცერთი ხმა ქვეყნის მტრებს!!!“, - აღნიშნა ლატარიამ.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner