logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: მე გეტყვით, როგორია ნამდვილი „ნაცის“ ფსიქოლოგიური პორტრეტი...
- +

17 ოქტომბერი. 2020. 20:13

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი, ფეისბუქზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის ფოტოს დებს და შემდეგ პოსტს წერს:

 

 

„ნამდვილი "ნაცის" ფსიქოლოგიური პორტრეტი.

ნამდვილ "ნაცს" არ უნდა ჰქონდეს ამაზე ნაკლები გამოხედვა - გამჭოლი, სიამაყით აღსავსე და შთაგონებული.

ნამდვილი "ნაცის" ქცევაში აუცილებლად უნდა იგრძნობოდეს სულ სხვა განზომილება - არაამქვეყნიური.

ნამდვილი "ნაცის" თავში აუცილებლად უნდა ტრიალებდეს სამი კითხვა: რა? როგორ? რატომ? ამ კითხვების მიღმა უნდა იმალებოდეს მოტივი და განზრახვა სამშობლოს გადარჩენისა.

ნამდვილი "ნაცის" არა მხოლოდ თვალი და ყური უნდა გრძნობდეს მოსალოდნელ საფრთხეს, არამედ კანიც და ტანსაცმელიც.

ნამდვილი "ნაცისთვის" საჭირო არ არის რეალობის აღქმის უნარი, ის ხელს უშლის სიმამაცის გამოვლინებას და ადგილს უთმობს სიმხდალეს.

ნამდვილი "ნაცის" ყველაზე ბასრი იარაღია წარმოსახვა და სასურველის რეალობად წარმოჩენა არაცნობიერი ტენდენციებით.

ნამდვილი "ნაცის" მეტყველება საგრძნობლად უნდა ასწრებდეს აზროვნებას. მისთვის დამახასიათებელია უხმო მეტყველებაც ან ჩვეულებრივ მეტყველებაში მონაწილე უცნაური კუნთური მოძრაობები.

კიდევ ბევრის თქმა შეიძლებოდა "ნაცებზე", მაგრამ მეზარება, ერთი ამათიც!

ისე, იცოდეთ... ადამიანს, რომელსაც არ აქვს მსგავსი გამოხედვა, ის არ გახლავთ ნამდვილი "ნაცი", ის არის "შმაცი"!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner