logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ჩემი ნაცნობი ქალი კოვიდით გარდაიცვალა, მხოლოდ მესაფლავეებს გაუცილებიათ ამ წუთისოფელიდან... დაეტიეთ სახლში! ნუ იქნებით შემდეგი!
- +

17 ოქტომბერი. 2020. 20:06

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო კვაჭანტირაძე, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

 

SOS!!! ყველას, ვისაც სიცოცხლე უნდა!!!

 

დღეს მშვენიერ ხასიათზე ვიყავი, ბევრი ვიშრომე დილიდან, ათასი რამ მინდოდა მომეყოლა, სამხიარულოც,სასარგებლოც, მაგრამ ახლა დაგვირეკეს, ჩვენი ნაცნობი ქალბატონი გარდაცვლილა, კარგი, ტრადიციული, კულტურული ოჯახის პატრონი -კოვიდით გარდაცვლილა, კოვიდით! ოჯახის სხვა წევრებიც ჩაწოლილი ჰყოლია, მხოლოდ მესაფლავეებს გაუცილებია ამ წუთისოფლიდან.... ხოდა, მერე როცა  შორეულ მომავალში სამარეებს მიწა გადაცელება და  ნახავენ უცნაურად დაკრძალულ ნაშთებს,მეცნიერები იტყვიან. ეს ოცდამეერთე საუკუნის ოციანი წლებია, დედამიწაზე უცნაური ვირუსი გავრცელდა და... ადამიანები ურწმუნოდ შეხვდნენ და განადურდა... ღმერთო, შენ დაიფარე ეს ქვეყანა, დედაღვთიშობელოო!!! თქვენ კიდე რა ოხრობა გეტაკათ, გაიკეთეთ პიბადე და  დაეტიეთ სახლში, ნუ იქნები შემდეგი, ნუ დარჩები მესაფლავეების ან თუნდაც ექიმების  ამარა, დავინდოთ ერთმანეთიი- მაცოცხლეთ თქვენი ჭირიმე!!!

 

ეეე, გაიგეთ, ადამიანები არა ხართ?“ - წერს ნინო კვაჭანტირაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner