logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ვერასდროს ავიტან არსებებს ვინც ჩემს სამშობლოს ჰყიდის
- +

18 ოქტომბერი. 2020. 19:39

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ახლა ძალიან არაკორექტულ რამეს დავწერ და პატიებას ნამდვილად არ ვითხოვ!

 

შეგიძლიათ მიწოდოთ ბოროტი, ქსენოფობი, კაცთმოძულე, ფაშისტი, ჰომოფობი და მრავალი პიჟონური რაღაც.

 

მაგრად მკიდია!

 

მკიდია იმიტომ, რომ ვერასდროს ავიტან არსებებს ვინც ჩემს სამშობლოს ჰყიდის.

 

ვერასდროს ავიტან ტიპებს ვინც ჩემს რწმენას (არ ვარ ისეთი მორწმუნე როგორც უნდა ვიყო, მაგრამ ჩემია) შეურაცხყოფს.

 

ვერასდროს ვიქნები იმ ნაძირლების გულშემატკივარი, ვინც ჩემს დასაცავად წასულ ჯარისკაცს შუა ბრძოლაში ურეკავდა და საბანკო პროცენტის გადახდას სთხოვდა.

 

ვერასდროს ავიტან რვატრაკა ტიპებს.

 

ვერასდროს გავუტარებ ნამდვილი თავისუფლების დამახინჯებას იმათ, ვინც ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის.

 

და კიდევ ბევრ რამეს ვერ ავიტან!!!

 

ახლა დაახვიეთ და სადაც ყველაზე დიდ და ახალგარემონტებულ სასამართლოს ნახავთ იქ მიჩივლეთ.

 

(მოგტყვ@@ნიათ პატრონი აღარ დავამატე”, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner