logo_geo
eng_logo
ჯამბულ გამცემლიძე: დღეს შენი დაბადების დღეა მამი
- +

18 ოქტომბერი. 2020. 19:49

 

 

ჯამბულ გამცემლიძე, 2008 წელს მოკლულ შვილს, გიორგი გამცემლიძეს სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს და შვილზე დაწერილ ლექსს ავრცელებს.

 

 

„გიო, დღეს შენი დაბადების დღეა მამი, როგორ მოგილოცო არ ვიცი, არაა ის დღე შორს, ხვევნა კოცნით მოგილოცავ.

 

.............

 

ბეჩავსა ასე მეგონა.

არასდროს არ მოვკვდებოდი,

ცეცხლი ეკიდა სამყაროს

და მე კი, არ ვიწვებოდი...

მივყვები აღმართს დაღლილი,

დამთავრდა ბოლო კიბეცა,

ცეცხლი ჩამქრალა, ნაკვერჩხლობს,

და მე კი ვკვდები კიდეცა...

არა თქვა ის რაც არ მითქვამს,

და არც შენდობა მაღირსო,

რამდენი რამე ვერ თქვაო,

დარდიც გაყვაო აქისო...

აგერ გამოჩნდა ,,მიქელაც,,

ლანდი ჩანს ქვაზე მადლისო,

ღმერთო იქნებ და მიშველო,

ჩემ შვილთან მისვლა მაღირსო...

 

ჯ.გ.“

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner