logo_geo
eng_logo
როგორ ვუმკურნალოთ კოვიდ 19-ის სიმპტომებს სახლის პირობებში - არჩილ მარშანიას რჩევები
- +

19 ოქტომბერი. 2020. 01:07

 

 

როგორ ვუმკურნალოთ კოვიდ 19-ის სიმპტომებს სახლის პირობებში - ექიმი არჩილ მარშანია საზოგადოებას კორონავირუსის სახლში მკურნალობის წესებს უზიარებს.

 

 

გაფრთხილება: პირველ რიგში(!) დაუკავშირდით ოჯახის ექიმს, დარეკეთ ცხელ ხაზზე ან 112-ზე და მიიღეთ ოფიციალური ინსტრუქცია.

 

ინსტრუქციები შესაძლოა იცვლებოდეს.

 

ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები დაწერილია დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის და საქართველოში კოვიდ19-ამბოლატორიული მართვის სახელმწიფო პროტოკოლის მიხედვით.

 

მხოლოდ ნიშნებისა და სიმპტომების საფუძველზე კორონავრუსის დიფერენცირება საზოგადოებაში შეძენილი სასუნთქი გზების ინფექციებისგან შეუძლებელია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ უკვე უკონტროლო გავრცელების ფაზაში ვართ, ვერც „რისკის შემცველი“ კონტაქტის არარსებობით გამოვრიცხავთ კოვიდ 19-ინფექციას.

 

მსუბუქი შემთხვევა – კორონავირულის ინფექციის მსუბუქ შემთხვევად ითვლება გაურთულებელი ზემო სასუნთქი გზების რესპირაციული ვირუსული ინფექცია.

 

მსუბუქი დაავადების დროს პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ არასპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, მოთენთილობა, ხველა (ნახველით ან მის გარეშე), ანორექსია, სისუსტე, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი, ქოშინი, ცხვირის გაჭედვა ან თავის ტკივილი, ყნოსვისა და გემოს დაქვეითება.

 

იშვიათად, სიმპტომები შესაძლოა წარმოდგენილი იყოს დიარეით, გულისრევით ან პირღებინებით.

 

ზოგადი რეკომენდაციები:

 

მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური წინასწარგანწყობაც, დაიმახსოვრეთ, რომ თუ სიმპტომები მსუბუქია სავარაუდოდ, ერთ კვირაში თავს უკეთ იგრძნობთ, ეს ცხადია არ უნდა გახდეს წესების უგულვებელყოფის მიზეზი, თუმცა აუცილებლად არის ოპტიმიზმის მიზეზი.

 

ყოველდღიურად აკონტროლეთ სიმპტომები და ზოგადი მდგომარეობა, იქონიეთ მუდმივი კავშირი ოჯახის ექიმთან.

 

იყავით ყველასგან მაქსიმალურად იზოლირებული.

 

გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარები მყარი ზედაპირების გასაწმენდად.

 

მოერიდეთ ზურგზე წოლას, (ამოხველება მაგ დროს გართულებულია) მიიღეთ სითხეები.

 

დღის განმავლობაში შეინარჩუნეთ ნორმალური ფიზაქტივობა.

 

დაისვენეთ.

 

ოთახი გაანიავეთ ხშირად ფანჯრის გაღებით (არ გამოიყენოთ ვენტილატორი, რადგანაც ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციის გავრცელებას).

 

არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ანტიბიოტიკები ან/და ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებლები) თვითნებურად.

 

მაღალი ტემპერატურის >37,8 შემთხვევაში:

 

დაისვენეთ;

 

მიიღეთ სითხეები (წყალი);

 

მიიღეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი თუ გრძნობთ დისკომფორტს (შეათანხმეთ ექიმთან).

 

იბუპროფენის შესახებ გავრცელებული ხმები არის მითი, კოვიდ19-მიმდინარეობისას მისი მიღება შეიძლება.

 

ხველა:

 

მოერიდეთ ზურგზე წოლას;

 

მიიღეთ თაფლი ჩაის კოვზით, მიიღეთ თბილი სითხეებიც (არ მისცეთ თაფლი 1 წლამდე ბავშვებს);

 

ხველის გაძლიერებისას, დაიწყეთ მედიკამენტური თერაპია, ექიმთან კონსულტაციის შედეგად.

 

სუნთქვის გაძნელებისას:

 

დაუკავშირდით ექიმს;

 

გაანიავეთ და გააგრილეთ ოთახი (არ გამოიყენოთ ვენტილატორი);

 

ისუნთქეთ მშვიდად, შეისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ პირით, ტუჩები ერთმანეთთან ახლოს (სანთლის ჩაქრობისას როგორი პოზიციაც აქვს ტუჩებს);

 

ოდნავ წინ გადახრის პარალელურად დაეყრდენით მუხლებს ან ნებისმიერ მყარ ადგილს და ისე ისუნთქეთ.

 

მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე”, – წერს მარშანია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner