logo_geo
eng_logo
დავით სოკოლოვი: კალაძემ ჩემი ბინის ამბავი 1 დღეში მოაგვარა
- +

19 ოქტომბერი. 2020. 01:24

 

 

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში, საზოგადოებრივ მაუწყებლის ყოფილი დიქტორის დავით სოკოლოვის ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ის თბილისის მერს კახა კალაძეს გულისხმიერებისთვის და დახმარებისთვის მადლობას უხდის.

 

 

“დავით სოკოლოვმა მთხოვა ამ ვიდეოს გადაღება და ატვირთვა.

 

სხვა ვერაფრით გადავუხდი ადამიანებს იმ მადლიერებას რასაც ვგრძნობ და ასე მაინც ვეტყვიო ყველას დიდი მადლობა ჩემგანაც, ვისაც გახსოვთ ბატონი დათო და ვინც სულ ცოტათი მაინც წუხდებით მის გამო”, – წერს მაკა რაზმაძე.

 

დავით სოკოლოვი კი ვიდეოში ამბობს: “ის რაც მე გადამხდა მთლიანად არ იქნება საინტერესო ყველასთვის , ის რომ ოც წელზე მეტია ბინას ველოდით ყურად არ იღო არავინ, არც ჩემი საბუთები, არც ჩემი მისვლა მოსვლა… ამან ჩემი მეუღლის სიცოცხლის შეიწირა და მეც ამას ვეწირებოდი. ამ ოცი წლის განმავლობაში ვისთანაც შევედი კაციშვილმა ყურადღება არ მომაქცია და ბოლოს ვიფიქრე, აი, კალაძე დანიშნეს და ბარემ ამასთანაც შევალ… ესე იგი ლაპარაკი ვერ მოვასწარით, რომ იმავე დღეს გადაწყვიტა ჩემი საქმე. მეორე დღეს რომ დამირეკეს ასე და ასეა, მობრძანდით უნდა გავაფორმოთო, არ დავიჯერე”.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner