logo_geo
eng_logo
დეპუტატ ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

19 ოქტომბერი. 2020. 11:42

 

 

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ წილოსანი „ფეისბუქზე“ წერს.

 

 

„კოვიდ დადებითთა სიას მეც შევუერთდი, პასუხი დღეს მოვიდა… ახლა ყველაზე მეტად ჩემს ირგვლივ მყოფები მადარდებს და მეფიქრება. ეს ის პასუხისმგებლობაა, რაც ყველას უნდა გვახსოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეკომენდაციის დაცვით ვცდილობდი ფრთხილად ვყოფილიყავი, ფაქტია, რომ ძალიან ვერაგი ვირუსია… კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოვიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს“,- წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner