logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: საპანიკო მხოლოდ მაშინ იქნება, თუ როგორც საზოგადოებამ ვერ გავითავისეთ, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ხვალ რა იქნება
- +

20 ოქტომბერი. 2020. 15:51

 

 

ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე თვლის, რომ თუ მოქალაქეები რეგულაციებს არ დაიცავენ, იმ რაოდენობის ახალი შემთხვევები დაფიქსირდება, რომელიც ჯანდაცვის სისტემას „წალეკავს“. ამის შესახებ ზოიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ძალიან გასაფრთხილებელ სიტუაციაში ვართ, მაგრამ საპანიკო მხოლოდ მაშინ იქნება, თუ როგორც საზოგადოებამ ვერ გავითავისეთ, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული ხვალ რა იქნება: ვატარებთ პირბადეს, მინიმუმ დახურულ სივრცეში; დავიცავთ 2, ან მინიმუმ 1 მეტრიან ფიზიკურ დისტანციას ურთიერთობისას, ხშირად დავიბანთ ხელებს, მოვერიდებით დროებით დიდ წვეულებებს, - ინფიცირებულთა პიკი იქნება ნოემბრის ბოლოსკენ დღეში არაუმეტეს 4000 ინფიცირებულისა და მერე დაიწყებს კლებას ისე, რომ ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს და არ დაგვჭირდება ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებების შემოღება, რომელიც ეკონომიკას დააქცევს.

 

არ გავაკეთებთ ამას ყველაფერს, ვიტყვით რომ ან კორონა არ არსებობს, ან ჩვეულებრივ გრიპზე საშიში არ არის, აუცილებლად გვექნება ისეთი მატება ინფიცირებულების, რომელიც ჯანდაცვის სისტემას წალეკავს, მიუხედავად მისი მომზადების დონისა და გვექნება სიკვდილობის მკვეთრი მატება. ამ ვარიანტში, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება, როდესაც დეკემბრის მეორე ნახევარში მოსალოდნელი სეზონური გრიპის პიკი, კოვიდის პიკს დაემთხვევა, მერე ქვეყნის სრული ჩაკეტვაც გვიან იქნება. მე დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის (ყველასი სამწუხაროდ არა) კეთილგონიერებისა და სოლიდარობისა, ანუ ძველქართულად თანალმობისა“, - წერს ზოიძე.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner