logo_geo
eng_logo
გიორგი ქუჩულორია: იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანი ჩაბმულია სისხლისმღვრელ ომში სომხეთთან, ოქრიაშვილი მხარდაჭერას უცხადებს სომხეთს
- +

21 ოქტომბერი. 2020. 14:29

 

 

 

ინტერნეტ-მომხმარებელი გიორგი ქუჩულორია დმანისი-ბოლნისი-წალკა-თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატსა და „პე-ეს-პეს“ მფლობელ კახა ოქრიაშვილს იარაღის შესაძენად სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთვის დიდძალი თანხის გადარიცხვაში ადანაშაულებს.

 

მისი თქმით, ოქრიაშვილი სომხეთს ღიად უცხადებს მხარდაჭერას და ცდილობს, ყველანაირი საშუალებით დაეხმაროს მათ.

 

„მინდა გამოვეხმაუროთ „პსპ“-ს მფლობელის და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, დმანისი-ბოლნისი-წალკა-თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის (საარჩევნო #5) კახა ოქრიაშვილის კიდევ ერთ თვალთმაქცურ ქმედებებს, მისი აზერბაიჯანელი ამომრჩევლის წინაშე. იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანი ჩაბმულია სისხლისმღვრელ ომში სომხეთთან და ამას ჩვენი აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქეები ბუნებრივად მტკივნეულად განიცდიან, დეპუტატობის კანდიდატი კ. ოქრიაშვილი საკუთარ მხარდაჭერას უცხადებს სომხეთს და ცდილობს, ყველა საშუალებით დაეხმაროს მათ. დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი სომხეთში ჰუმანიტარული ტვირთის სახით აგზავნის უამრავ წამლებს, სახვევებს, საკვებს და სხვა ტვირთებს, ასევე მან იარაღის შესაძენად, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს გადაურიცხა დიდძალი თანხა, რის გამოც სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ კ. ოქრიაშვილს გადაუხადა მადლობა.

 

კახა ოქრიაშვილის მიმართ, ვინმეს შეიძლება დაებადოს კითხვა, ხომ არ აკეთებს ამას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თავისი ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე? არა, ბატონებო! კახა ოქრიაშვილს აქვს „პსპ“-ს წარმატებული ბიზნესი სომხეთში, რომელსაც აწარმოებს მისი მეგობრისა და ბიზეს-პარტნიორის, მილიონერ სარიბაკ სუკიასიანის, მეტსახელად „გერზოს“ მფარველობით. ეს სომეხი ბიზნესმენი სარიბაკ სუკიასიანი, დეპუტატობის კანდიდატ კახა ოქრიაშვილთან მეგობრობასთან ერთად, ასევე არის სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ენზელ მკოიანის მეგობარი და მფარველი. საყურადღებოა, რომ კახა ოქრიაშვილს სომხეთის მიმართ, ბიზნესის გარდა, გააჩნია თავისი სენსიტიური გრძნობებიც, რადგან ცნობილია, რომ მისი ნამდვილი გვარი არის ვოსკანიანი და სომხეთში ჰყავს უამრავი ნათესავი“, - აღნიშნავს გიორგი ქუჩულორია.

 

https://www.facebook.com/goga.kuchuloria

 

right_banner
არქივი
right_banner