logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ხაზინის ქურდი უგულავა პოპულისტურ განცხადებას აკეთებს და მძევლების „ჩანაცვლების სურვილი“ აქვს
- +

21 ოქტომბერი. 2020. 16:36

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

 

„ამ დროისათვის, ზუგდიდის ცენტრში რთული მდგომარეობაა (მძარცველს მძევლები ჰყავს ბანკში). იმედია, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება.

 

გამოჩნდნენ ნაცსექტის პოლიტიკური სვავები და ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით აქციებს აანონსებენ. იქვე ხაზინის ქურდი უგულავა პოპულისტურ განცხადებას აკეთებს და მძევლების „ჩანაცვლების სურვილი“ აქვს.

 

საღამოს, ნაცვასალების ტელეარხებზე კი ტერორიზმთან, მძარცველებთან ბრძოლისა და გამტაცებლებთან მოლაპარაკების გამართვის შარახვეტია „ექსპერტებს“ ვიხილავთ.

 

ნაცსექტავ, რა გაკოტებული ხარ!“ - წერს გია აბაშიძე.

 

ზუგდიდის ცენტრში სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეირაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

right_banner
არქივი
right_banner