logo_geo
eng_logo
ირმა ხახუტაშვილი: სხვას რას უნდა ელოდე პოლიტიკური ძალისგან, ვინც ხურჩის სპექტაკლი დადგა და საკუთარ ხალხს ყოველ შაბათ-კვირა ესროდა
- +

21 ოქტომბერი. 2020. 17:43

 

 

ფეისბუქ-მომხმარებელი ირმა ხახუტაშვილი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ თავდასხმას ეხმაურება სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

ხახუტაშვილი მომხდარ ფაქტში „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს და ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელსაც არაფრად უღირს საკუთარი მომხრეების გაწირვაც კი!

 

„ეს არის ის მძევალი, რომელიც ბანკში აღმოჩნდა! არჩევნებამდე 10 დღით ადრე, ქალაქში, სადაც „ნაცების“ მთავარი ექსტრემისტული ბანდაა, ვიღაც ტიპი შედის ბანკში და აჰყავს მძევლები. თან აყენებს აბსურდულ მოთხოვნებს, ბანკიდან ფული კი არ აიღო და გაიქცა, აიყვანა მძევლები. მძევლებს შორის სრულიად შემთხვევით „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი აღმოჩნდა, რომელიც რეკავს „მთავარ არხზე“ და დგამენ შოუს. ახლა გამოვლენ და იტყვიან, რომ ექსკლუზიურად დაადგინეს, რომ გამტაცებელი ჯარიდან გაგდებული პატრიოტია და მაგ გამტაცებელსაც გმირად აქცევენ! მიშამ თქვა - მოემზადეთ სიურპრიზებისთვისო, გახარიამ თქვა, რომ ამ დღეებში პოლიტიკოსები ყველაფერზე წავლენო! სხვას რას უნდა ელოდე პოლიტიკური ძალისგან, ვინც ხურჩის სპექტაკლი დადგა და საკუთარ ხალხს ყოველ შაბათ-კვირა ესროდა! ძალაუფლების დაბრუნების სურვილი მაღალია, რეიტინგი - დაბალი, ისინი ყველაფერზე წავლენ! მთავარი საფრთხე ახლა იმაშია, რომ სპექტაკლი დიდხანს არ გაუგრძელდეთ და როლში არ შეიჭრან! „ნაციონალური მოძრაობა“ ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელსაც არაფრად უღირს საკუთარი მომხრეების გაწირვაც კი!

 

P.S. წეღან ვუყურებდი „მთავარი არხის“ ლაივს და ეტყობა, გამტაცებელმა ტექსტი ვერ დაიმახსოვრა და ჟურნალისტი კარნახობს აქედან, დროს რამდენს იძლევი, მერე რას იზამ, ვადა რომ ამოიწურება და ა.შ. რატომ ახსენებს ჟურნალისტი ასეთ რამეს გამტაცებელს, რომელსაც თავში აზრადაც არ მოსვლია ამდენი ხნის განმავლობაში, რომ შეზღუდულ ვადებზე რამე ეთქვა? გადავირიე“, - წერს ფეისბუქ-მომხმარებელი.

 

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში თავდამსხმელი შეიჭრა და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.

 

თავდამსხმელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრება.

 

https://www.facebook.com/Geoirema/posts/3701257889898555

 

 

right_banner
არქივი
right_banner