logo_geo
eng_logo
გია გაბრიჩიძე: მძარცველმა პირველი ის იკითხა, გვარამია რომელს გყავთ „ფრენდებშიო“?
- +

21 ოქტომბერი. 2020. 17:55

 

 

„ნიკა გვარამიას ვერტმფრენი ჰყავს და უსაფრთხოდ გაიყვანს, თუ რა პონტში დაუკავშირდა თავდამსხმელი?“ - ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჩიძე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით,  სოციალურ ქსელში წერს.

 

„ახლა არ გამიმეოროთ გვარამიას ტექსტი - ერთ-ერთი მძევალი ჩემი ფრენდიაო.  რა, მძარცველმა პირველი ის იკითხა, გვარამია რომელს გყავთ ფრენდებშიო? 

 

ეგეთი სისულელეები დიანა ტრაპაიძეს მოუყევით“, - წერს გაბრიჩიძე.

 

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში მძევლად აყვანილ პირთან მიმოწერა გაასაჯაროვა.

 

მიმოწერის თანახმად,  მძევალი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია,  გვარამიას  თავდამსხმელის მითითებით დაუკავშირდა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner