logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: ამ ენჯეოებს ისტორია და ხალხი მიუჩენს სათანადო ადგილს
- +

21 ოქტომბერი. 2020. 22:01

 

საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში „ქართული ოცნების“ კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„რამდენიმე არასამთავრობომ გარეჯის საქმეზე ბრალდებულებს "სინდისის პატიმრები" უწოდა. ამ ენჯეოთა უსინდისობაზე ახლა არ შევჩერდები - ისტორია და ხალხი მიუჩენს მათ სათანადო ადგილს. ამჯერად, მათი აზროვნების სიდუხჭირეზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება: "სინდისის პატიმარი" - ყველა ქრესტომატიული განმარტებით, რწმენის და შეხედულებების გამო სისხლის სამართლის წესით დევნილს ნიშნავს. ხოდა, რა გვითხრეს არასამთავრობოებმა ამ განცხადებით? რა და - მელაშვილს და ილიჩოვას წამთ, რომ დავით გარეჯი აზებაიჯანს ეკუთვნის და პროკურატურა მათ ამ რწმენის გამო დევნისო.

 

პ.ს. ისევ გენდერზე რომ წეროთ, ვერა?“- წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

right_banner
არქივი
right_banner