logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: თქვენგან განსხვავებით ჩვენს ხელისუფლებას და პოლიციას „ნაციონალი” მძევალიც ედარდება და „ქოციონალიც”
- +

21 ოქტომბერი. 2020. 22:18

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე სოციალურ ქსელში წერს:

 

„დღისით, მზისით, კორტებზე ,,წარმატებული,, სპეცოპერაციის მომწყობი “ნაცხელისუფლება” უწუნებთ  პოლიციას მუშაობას? ჩაცხრილეთ  სამი კაცი მანქანაში და  სისხლის გუბეები დააყენეთ. ასობით უდანაშაულო  მოქალაქეს შეუქმენით საფრთხე, წარბი არ გაგტოკებიათ. ხმა გაიწყვიტეთ, სანამ მოთმინების ფიალა შეგვრჩენია! თქვენგან განსხვავებით ჩვენს ხელისუფლებას და პოლიციას “ნაციონალი” მძევალიც ედარდებათ და “ქოციონალიც”. სანამ მოლაპარაკებები შეიძლება, ბოლომდე ამოწურავენ, რომ  ტერორისტიც ცოცხლად დააკავონ! ვაზაგაშვილის ,,წარმატებულ,, ოპერაციას ებარებოდეთ სისხლის მსმელებო! კორტებს, თქვენი ტყვიებისგან ქალა ახდილი ზურა ვაზაგაშვილის სისხლის  კვალი არ შეშრობია!“ - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner