logo_geo
eng_logo
მირიან ნიკოლაძე: ყაჩაღს პირადი პრეს-სპიკერი ჰყავდეს ეგეთი არაფერი გამიგია
- +

21 ოქტომბერი. 2020. 22:28

 

 

 

ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ზუგდიდში მიმდინარე მოვლენების შესახებ წერს.

 

 

“რა აღარ მინახავს, მაგრამ ყაჩაღს პირადი პრეს-სპიკერი ჰყავდეს ეგეთი არაფერი გამიგია.

 

არავინ არავის არ მოკლავს და ყველა მძევალი უვნებელი დაგვიბრუნდება დარწმუნებული ვარ.

 

P.S პრეს-სპიკერიანმა ყაჩაღმა მოითხოვა საკმაოდ გონივრული (“გადახდადი”) თანხა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს..”,- წერს ნიკოლაძე.

 

შეგახსენებთ, ზუგდიდში “საქართველოს ბანკში” შეიარაღებული თავდამსხმელი რამდენიმე საათის წინ შეიჭრა. მას მძევლად ბანკის 20მდე თანამშრომელი და მომხმარებელი მძევლად ჰყავს აყვანილი და 500 000 აშშ დოლარს ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნა თავდამსხმელმა “მთავარი არხის” ეთერში ნაცმოძრაობის მხარდამჭერის საშუალებით გააჟღერა.

 

right_banner
არქივი
right_banner