logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი უპირველესი ღირებულება ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა
- +

22 ოქტომბერი. 2020. 15:52

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში ზუგდიდში, გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდისთვის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უპირველესი ღირებულებაა, ხოლო დეგრადირებული, ცალკეული ოპოზიციური ძალები საკუთარი ვიწრო პარტიული ქულების მოსახვეჭად, ყველა უღირსობაზე აწერენ ხელს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მსხვერპლის გარეშე, მაღალი პროფესიონალიზმით ჩატარებული სპეცოპერაცია ზუგდიდში და ჩვენი დროის გმირი - ავთანდილ გალდავა, პოლიციელი, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო მძევლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რისკი. და კიდევ, უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი და დამნაშავე ოპოზიცია თავისი მსგავსი მედიასაშუალებებით. გუშინ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ქართული ოცნების სახელისუფლებო გუნდმა რომ მისი უპირველესი ღირებულება და საზრუნავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა, ხოლო სრულიად დეგრადირებული ცალკეული ოპოზიციური ძალები, ყველა უღირსობაზე აწერენ ხელს საკუთარი ვიწრო პარტიული ქულების მოსახვეჭად!!!“ - წერს დავით მათიკაშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner