logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მჯერა, საპოლიციო ღონისძიების მეორე ეტაპიც ანალოგიური წარმატებით შესრულდება და დასრულდება
- +

22 ოქტომბერი. 2020. 17:24

 

 

„უდიდესი ვაჟკაცობა და პროფესიონალიზმი სჭირდება ასეთი ღონისძიებების უმსხვერპლოდ ჩატარებას და მით უმეტეს, მძევლების ჩანაცვლებას საკუთარი თავით“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე​ Facebook-ზე წერს.

 

მისი თქმით, სჯერა, საპოლიციო ღონისძიების მეორე ეტაპიც ანალოგიური წარმატებით შესრულდება და დასრულდება.

 

„ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა საქართველოს პოლიციას! არც ვახო გომელაურის, არც ავთო გალდავას და არც ძალიან ბევრი პოლიციელის, რომლებიც ასეთივე ჟინით ემსახურებიან ქვეყანას, პროფესიონალიზმსა და ვაჟკაცობაში არასდროს, არც ერთი წამით შემპარვია ეჭვი! მადლობა! პოლიციელი გმირია! მჯერა, საპოლიციო ღონისძიების მეორე ეტაპიც ანალოგიური წარმატებით შესრულდება და დასრულდება!“ - წერს მამუკა მდინარაძე.

 

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

 

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

 

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner