logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: არავის დავიწყებია პროვოკაციებით მართვის „ნაცური“ პრაქტიკა
- +

22 ოქტომბერი. 2020. 22:58

 

 

ექსპერტი სოსო მანჯავიძის შეფასება 21 ოქტომბერს, ზუგდიდში ჩატარებულ ოპერაციას და მეძვლების გთავისუფლებასთან დაკავშირებით:

 

“ზოგიერთის აზრით, სახელმწიფო ჩამოშლილია, რადგან დამნაშავე არ გაანადგურეს და ფული მისცეს. მათი აზრით, ხელისუფლებას უნდა ემოქმედა მკაცრად, არ მორიდებოდა მსხვერპლს, ამ ქცევით კი მომავალში მსგავსი ტერაქტების წახალისება მოახდინა.

 

როგორც შევამჩნიე, ასეთი მოსაზრებების ავტორები თვითონ ცოცხლები არიან, თანაც ეჭვი მაქვს, რომ მძევლების და მათი ნათესავების ადგილზე რომ აღმოჩენილიყვნენ, დიამეტრალურად საწინააღმდეგო პოზიციაზე იდგებოდნენ.

 

მედიის და ოპოზიციის უსაქციელო საქციელებზე აღარაფერს ვიტყვი. უბრალოდ ამრეზის გრძნობას იწვევენ.

 

რაც შეეხება საკუთრივ სამართალდამცველი ორგანოების მოქმედებას- ეს ტერორისტი უნდა იპოვნონ და ის კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

 

ამავე დროს, მრავალ პოლიტ- პროვოკაციულ დამთხვევებთან დაკავშირებულ საზოგადოებაში გაჩენილ ეჭვებსაც უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხი.

 

არავის დავიწყებია არც ხურჩა, არც მოდელირებული ქრონიკა და პოლიტიკური პროცესის პროვოკაციებით მართვის „ნაცური“ პრაქტიკა, ამიტომ არც მოდელირებული ტერაქტის ვერსია გაკვირვებია ვინმეს.”- აცხადებს სოსო მანჯავიძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner