logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: „ნაცსექტა“ უნდა ამოიშანთოს საქართველოს პოლიტიკური სხეულიდან!
- +

23 ოქტომბერი. 2020. 03:45

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

„თქვენ რა გგონიათ, რატომ მებრძვის „ნაცსექტა“ ასე გააფთრებით?!

 

იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან არ შემიწყვეტია ლაპარაკი მანიაკი „ნაცსექტანტების“ დასჯის აუცილებლობაზე!

 

აბა, გავჩუმებულიყავი ზოგიერთივით, მაშინვე მისაღები გავხდებოდი მათთვის!

 

მე ამომიჩემეს, რადგან იციან, რომ ეგენი ჩემთვის ყოველთვის მიუღებლები იქნებიან!

 

უსაზღვროა მათი ჩემდამი სიძულვილი!

 

არც მე ჩამქრიან გულში, მაგრამ ასეთი ძლიერი სიძულვილი არ შემიძლია!

 

უბრალოდ, მათსავით მიზანთროპი არ ვარ და იმიტომ!

 

სიმართლეს კი სიცოცხლის ბოლომდე ვიტყვი!

 

ზოგიერთივით გუშინ და გუშინწინ არ დამიწყია მათთან ბრძოლა!

 

ამიტომ, ვერავინ და ვერაფერი ვერ შემაჩერებს!

 

ეს კარგად დაიმახსოვრეთ!

 

რაც მეტი იქნება თავდასხმა, მით მეტად დავრწმუნდები, რომ მკვლელების და მწამებლების წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია!

 

დიახ, „ნაცსექტა“ უნდა ამოიშანთოს საქართველოს პოლიტიკური სხეულიდან!

 

უნდა ამოიშანთოს სამუდამოდ!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner