logo_geo
eng_logo
რუსიკო შარაძე: ირაკლი ღარიბაშვილს რომ დასცლოდა პრემიერ-მინისტრობა, იქნებ, „მკვლელების პარტიის“ საქმე სხვაგვარად წასულიყო
- +

23 ოქტომბერი. 2020. 18:06

 

გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე დავითგარეჯის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ძალიან ფრთხილად მინდა ერთი რამ ვთქვა - გარეჯის საკითხმა, ტერიტორიის გაყიდვის გარდა, ბევრი რამ გამოაჩინა, რაზეც დიდად არ საუბრობენ. სააკაშვილი და მისი ბანდა რომ გამყიდველები არიან, ვიცოდით, მაგრამ ჩემი აზრით, მთელი სიცხადით წარმოჩინდა „ოცნებაში“ არსებული ვითარება და „სამართლიანობის აღდგენის“ ბედიც.

 

შესაძლოა, ვცდები, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვნახე მამა კირიონის სულ ყველა გამოსვლა, აგრეთვე, ვუყურე „უცნობთან“ სამხედროებს და ბოლოს, ირაკლი ღარიბაშვილს, ასე მომეჩვენა - მას რომ დასცლოდა პრემიერ-მინისტრობა, იქნებ, „მკვლელების პარტიის“ საქმე სხვაგვარად წასულიყო და დღეს, იმავე მოჯადოებულ წრეზე არ გვევლო. ფაქტია, სანამ სადავეები ხელში ეჭირა, მაშინ დაიწყო თითქმის ყველა გახმაურებული საქმის გამოძიება, მათ შორის, მამაჩემის მკვლელობისაც და არც მომითხოვია ისე, პირად კონტროლზე აიყვანა.

 

არ ვამტკიცებ არაფერს. ადამიანებს იმდენჯერ ვენდე და შევცდი, რომ მეც არ მინდა, ზედმეტად რამე დავიჯერო. უბრალოდ, ასეთია ფაქტები. არჩევნების საგიჟეთი რომ ჩაივლის, ჩემზე ჭკვიანი ხალხი მოიცლის და უკეთესად იტყვის.

 

„კახური კლანის“ გამო წასვლას არგუმენტად ვერ მივიღებ. კლანები მას შემდეგ რომ იყო და არის, ისეთი უნდა“, - წერს რუსიკო შარაძე.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner