logo_geo
eng_logo
ბექა მჭედლიშვილი: გულმოდგინედ ცდილობენ ჩირქი მოსცხონ ჯარს, – ჯარს, რომელიც ქვეყნის სახეა
- +

23 ოქტომბერი. 2020. 20:37

 

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბექა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

 

 

 

მისი თქმით, გულმოდგინედ ცდილობენ ჩირქი მოსცხონ ჯარს.

 

“ვიღაცეებს ავიწყდებათ, რომ გარეთ 21-ე საუკუნეა და საბჭოთა მეთოდებით დადგმული, იაფფასიანი სპექტაკლებით, ფეიქებით და იმით, რითიც ოდესღაც ფონს გადიოდნენ, ხალხს ახლა ვეღარ მოატყუებენ, თუმცა მაინც გულმოდგინედ ცდილობენ ჩირქი მოსცხონ ჯარს, ვიმეორებ ჯარს, რომელიც ქვეყნის სახეა!

 

თუმცა, ვისზე ვსაუბრობთ…”ოპოზიციურად განწყობილ მედიაზე” და მათ წარმომადგენლებზე, ვისთვისაც ეროვნული იდეა და მაღალი ფასეულობები ძალიან შორსაა და 15 წუთიანი გაელვებითი პოპულარობისა და რეიტინგის გამო უკადრებელს კადრულობენ. ადამიანებზე, რომლებისთვისაც არსებობს მხოლოდ მათი ან სხვისი კეთილდღეობა და საერთოდ არ აინტერესებთ ქვეყნის მდგომარეობა და იმიჯი.

 

ახლაც, მთელი ეს პერიოდია, დაჟინებით ცდილობენ ჯარში იპოვონ რესპოდენტი, სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ეტყვით, რომ ჯარზე მიმდინარეობს მუქარა, არჩევნების გაყალბების მიზნით და იმაზე საერთოდ არ ფიქრობენ, რომ გარდა სიბინძურის შემოქმედებისა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობისა, ამით უდიდეს შეურაცხყოფას აყენებენ თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს და ეწევიან მათ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, ადამიანების, რომლებსაც ეს ქვეყანა საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვართ.

 

აზრი არ აქვს ამ სახელდახელოდ დადგმულ “სენსაციურ” ნიუსებს და Fake რესპოდენტებს, ტყუილად ირჯება ეს “საზოგადოება”. ყველამ, ვისაც აინტერესებს და შეხება აქვს, გადასარევად იცის რა ხდება ჯარში, როგორ შეიცვალა სამხედროების და მათი ოჯახების მდგომარეობა, რა მასშტაბის პროფესიული თუ სოციალური კეთილდღეობის პროექტები მიმდინარეობს #ჯარისკაცებისთვის”, – წერს ბექა მჭედლიშვილი.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner