logo_geo
eng_logo
ზვიად ტომარაძეს თავს დაესხნენ
- +

23 ოქტომბერი. 2020. 23:12

 

მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანში ზვიად ტომარაძე, თავდასხმის მსხვერპლი გახდა. როგორც ირკვევა, დღეს, საარჩევნო პლაკატების გაკვრის დროს, ზვიად ტომარაძეს უცნობი პირები თავს დაესხნენ და თავის არეში სერიოზული დაზიანებები მიაყენეს.

 

ტომარაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის ამბობს, რომ მას თავს დაესხნენ და თავი აქვს გატეხილი.

 

ცოტა ხნის წინ კი, ტომარაძემ დაწერა, რომ ამჟამად ის კლინიკაში იმყოფება.

 

„მეგობრებო, დიდი მადლობა მოკითხვისთვის და მხარდაჭერისთვის. სავარაუდოდ მაქვს ტვინის შერყევა, თავს კარგად ვგრძნობ, ვიმყოფები კლინიკაში“ - წერს ზვიად ტომარაძე.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner