logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: რას ეფუძნება მათი უკიდეგანო ამბიცია და უკუდო ამპარტავნება
- +

23 ოქტომბერი. 2020. 23:30

 

 

ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელ „ფესიბუზე“ ახალ სტატუსს აქვეყნებს:

 

„ვიღაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

სულ რამდენიმე თვით!

ვიღაც პროკურორი იყო.

სულ რამდენიმე თვით!

ჰოდა, ეს ვიღაცები რაღაცას ბოდავენ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით.

ვითომ რაღაც იციან!

ჟურნალისტებიც ეკითხებიან ამ რამდენიმეთვიან ვიღაცებს და ისინიც ბოდავენ არაადეკვატურ რაღაცებს!

კარგი ოპერატიული თანამშრომლის და კარგი გამომძიებლის ჩამოყალიბებას 10-15 წელი სჭირდება.

პრაქტიკული მუშაობის 10-15 წელი!

უწყვეტად მუშაობის!

კარგი პროკურორის ჩამოყალიბებას 15-20 წელი სჭირდება.

პრაქტიკული მუშაობის 15-20 წელი!

უწყვეტად მუშაობის!

სპეცოპერაციის ხელმძღვანელობა საერთოდ ცალკე თემაა!

ძალიან სერიოზული გამოცდილება რომ სჭირდება, ისეთი თემა!

გამჭრიახობას და ანალიტიკურ გონებას საჭიროებს, არაორდინალურ სიტუაციებში ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას რომ მიაღებინებს, ისეთს!

ჰოდა, ეს რამდენიმეთვიანი ვიღაცები რაღაცას რომ ბოდავენ, რა ცოდნა და გამოცდილება აქვთ?!

რას ეფუძნება მათი უკიდეგანო ამბიცია და უკუდო ამპარტავნება?!

კი ბატონო, - სიბეცეს!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი, საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner