logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: მე მინდა ვიცხოვრო სახელმწიფოში!
- +

24 ოქტომბერი. 2020. 15:45

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

“ამ ორი წლის წინ დამიწერია:

 

“სახელმწიფო ეს არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმა, რომელიც განსაკუთრებული აპარატისა და საჯარო ხელისუფლების მეშვეობით ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებამოსილებას, უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, ამყარებს საზოგადოებრივ წესრიგს, სამართალს ანიჭებს საყოველთაო სავალდებულო მნიშვნელობას, რომელიც არის მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, კანონიერებისა და მართლწესრიგის გარანტი”.

 

არსად წერია, რომ სახელმწიფო საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად ელოდება არჩევნების ჩავლას, არ წერია, რომ პრეზიდენტობის ვიღაც კანდიდატს (დიახ, სწორედაც რომ “ვიღაც” კანდიდატს) უფლება აქვს ჩაიდინოს კრიმინალი, გაყიდოს ნარკოტიკი, მოახდინოს კანონდარღვევის პროპაგანდა და წინააღმდეგობა გაუწიოს სამართალდამცველებს.

 

არსად წერია, რომ გარდაცვლილის მიერ მის წამებაში მხილებული პიროვნება იჯდეს საკანონმდებლო ორგანოში.

 

არსად წერია, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა თავისი პროპაგანდის განყოფილების მეშვეობით ახდენდეს დესტაბილიზაციას, არღვევდეს ქვეყნის ერთიანობას და ახმიანებდეს მოწოდებებს სახელმწიფოში არეულობის მოსაწყობად.

 

არსად წერია, რომ რომელიღაც შეზღუდული პასუხისმგებელი საწარმოს ხელმძღვანელს, თუნდაც ეს საწარმო იყოს ტელევიზია, აქვს უფლება საჯაროდ და დაუსჯელად სცემოს ვინმე.

 

არსად წერია, რომ . . .

 

არსად წერია, რომ . . .

 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ამყარებს (სახელმწიფო) საზოგადოებრივ წესრიგს, სამართალს ანიჭებს საყოველთაო სავალდებულო მნიშვნელობას, რომელიც არის მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, კანონიერებისა და მართლწესრიგის გარანტი!!!

 

მე მინდა ვიცხოვრო სახელმწიფოში!” – წერს გაბრიჭიძე

 

 

right_banner
არქივი
right_banner