logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ძალიან უხერხულია, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდები საბჭოთა ტერმინებს რომ იყენებთ
- +

25 ოქტომბერი. 2020. 10:25

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი ჟურნალისტების მეტყველებაში დამკვიდრებული საბჭოთა ტერმინების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„უპირველესად, ჟურნალისტების საყურადღებოდ!

ძვირფასებო!

გაიგონეთ და დაიმახსოვრეთ:

„მოძმე ერი“ და „მოძმე ერები“ არის საბჭოური ტერმინი.

 

სულ ახლახან მოვისმინე, ახალგაზრდა ჟურნალისტმა თქვა უკრაინელებზე, „მოძმე ერიო“!

 

აქვე სამეზობლოზეც ასე ამბობენ, თითქოს კავკასია თბილისური ეზო (იტალიურს რომ უწოდებთ შეცდომით! ესეც დაიმახსოვრეთ: თბილისში რომ ეზოებია, თბილისურია ეგ, იტალიური არ არის!) იყოს.

 

ჰოდა, რას ვამბობდი.

ეს „მოძმე ერი“ იყო საბჭოთა კავშირის ჰიმნში.

ასე იწყებოდა:

„თავისუფალ ერთა მძლე კავშირი ძმური,

შეუკრავს მუდმივად დიდ რუსეთის ხალხს...“

 

ჰოდა, გაიგონეთ და დაიმახსოვრეთ:

აზერბაიჯანელებიც, სომხებიც, თურქებიც და „დაჟე“ რუსებიც არიან ჩვენი მეზობლები.

ჰა და ჰა - სტრატეგიული პარტნიორები.

 

რუსეთი არ არის პარტნიორი.

უკვე იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ: რუსეთი ოკუპანტია!

(ეს რომ არ მეთქვა, რა გაუძლებდა კუპონას კაკანს!)

 

უკრაინაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ამერიკა კი - სტრატეგიული პატრონი!

მაგრამ არა - მოძმე ერები!

 

ვიმეორებ: „მოძმე ერები“ არის საბჭოთა ტერმინი.

 

ახლა რატომ გავიმეორე ამდენჯერ:

 

ხშირად ვამბობ, რომ უნდა თქვათ „ბალტიის ქვეყნები“ და არა - „ბალტიისპირეთის ქვეყნები“, რადგან სიტყვა „ბალტიისპირეთი“ არის რუსულიდან თარგმნილი. ისევე როგორც სიტყვა „ამიერკავკასია“.

 

მაგალითად, შავიზღვისპირეთის კი არა, შავი ზღვის ქვეყნებია: საქართველო, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი. ანუ ამ ქვეყნებს საზღვარი შავ ზღვაშიც აქვთ.

 

ასევე:

საქართველო არის კავკასიის სახელწიფო და არა - ამიერკავკასიის!

 

რატომ ვითხოვ ჟურნალისტების ყურადღებას:

თქვენ, ჩემო ახალგაზრდა კოლეგებო, ხშირად გხედავთ ტელეეკრანზე, გისმენთ რადიოში და ძალიან უხერხულია, დამოუკიდებელ საქართველოში (1991 წლის 9 აპრილის შემდეგ!) დაბადებული ახალგაზრდები საბჭოთა ტერმინებს რომ იყენებთ.

 

ჩემ ტოლებსაც გეტყვით:

სანამ საბჭოთა ტერმინებს ვიყენებთ, მანამდე დავრჩებით იმ სახელმწიფოს გავლენის სფეროდ, რომელიც იმ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა და თავისი გავლენების აღდგენა-გაფართოებაზეც არ ამბობს უარს; მანამდე მოინდომებს, რომ კვლავ „მუდმივად შეგვკრას“!

 

ახლა გამოძვრებიან ძალადმედასავლეთე ძლოკვები და დაიწყებენ აქეთ-იქით სრიალს.

 

აი, ეს არის შესაცვლელი!

ასე მოვიპოვებთ დამოუკიდებლობას!

 

ჩვენი გონებიდან რომ ამოვშლით  ტერმინოლოგიას, მერე გავიაზრებთ, რომ ჩვენი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ და საქართველოს სახელმწიფო ჩვენ უნდა ავაშენოთ!

 

მაგრამ ეს რომ აუხსნა გონებაჩლუნგ კვესიტაძე-კინწურაშვილს, რას გააგებინებ?!

 

ამ იქედნეებს მედიაცენზორობა ჰგონიათ საქმე და იმასაც უნიჭოდ აკეთებენ!

 

ჰოდა, თქვენ, ჩემო ახალგაზრდა კოლეგებო, თქვენ გაიგონეთ და დაიმახსოვრეთ!

 

  1. S. რა ვიცი, ის ლიეტუვა კი არ გეშლებათ და ისევ ლიტვას არ ამბობთ და ეს საბჭოთა ჰიმნის ტექსტი რით ვერ ამოიგდეთ ამერიკა-ევროპებში განათლებული თავებიდან?!

 

  1. P. S. ეს რამოტოლა ტექსტი შემომეწერინა, კაცოუ! ალალი იყოს!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.
right_banner
არქივი
right_banner