logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: უკვე ვთქვი, ერთი „მასტერკა“ ტვინი არა აქვს-მეთქი ამ კუპონა გოცირიძეს
- +

25 ოქტომბერი. 2020. 12:58

 

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძის პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„უკვე ვთქვი, ერთი „მასტერკა“ ტვინი არა აქვს-მეთქი ამ კუპონა გოცირიძეს და ახლა „ტუპიაკი“ და „პელენძუკი“ რომ ვუწოდო, ხომ ვიქნები მართალი?

 

შე დუნდუკო, მთელი ეკონომიკა და საქართველოს ტერიტორიის 22% მანიაკი სააკაშვილის მეთაურობით თქვენ ჩააბარეთ რუსეთს და მე როგორ ვარ „რუსეთის გავლენის თუ ფაქტიური აგენტი“?!

 

და თუ ასე ფიქრობ პარლამენტის არჩეულ ბორდის წევრზე, შენ მაგ პარლამენტის წევრი არ ხარ?! საპარლამენტო მოთხოვნის წერილი გაუგზავნე სუს-ს და მიიღებ პასუხს.

 

მაგრამ იცი, რომ ბინძურ ტყუილს ამბობ და იქიდან სამი თითის კომბინაციას გიჩვენებენ!

 

ამიტომაც კაკანებ „ფეისბუქში“!

 

  1. S. ჰო, „ფეისბუქის“ ქართული ადმინისტრაციაც მაგრად ურევს (ერთმანეთში!) ინფორმაციას და მოსაზრებას!

 

სად ნახეს ინფორმაცია?!

 

„რას ფიქრობო“, მკითხა „ფეისბუქმა“ და მეც ჩემი მოსაზრება გამოვაქვეყნე, ანუ რასაც ვფიქრობდი!

 

რა ინფორმაციაა ყალბი?!

 

„ფეისბუქმა“ მოსაზრებების შეფასება დაიწყო, - რომელია ყალბი და რომელი ნაღდი?!

 

რა „ფეისბუქის“ საქმეა მოსაზრების შეფასება, „აზრის პოლიცია“ შექმნეს და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონს არად აგდებენ?!

 

  1. P. S. ახლა ამასაც არ მიაწეროთ, „ყალბი ინფორმაციააო“. ინფორმაცია არ არის ეს, მოსაზრებაა!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner