logo_geo
eng_logo
თენგიზ ზენაიშვილი: ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება, „ტვ პირველმა“ თქვა, რომ გია ვოლსკისია
- +

25 ოქტომბერი. 2020. 13:35

 

 

„ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, „ტვ პირველმა" თქვა, რომ გია ვოლსკისია. არა!“- ამ სიტყვებით ეხმაურება თენგიზ ზენაიშვილი „ტვ პირველზე“ გასულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, სახლი, რომელიც სატელევიზიო ეთერში აჩვენეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გიორგი ვოლსკის ეკუთვნის.

 

თენგიზ ზენაიშვილის მტკიცებით, სატელევიზიო ეთერში ნაჩვენები სახლი მას ეკუთვნის და გიორგი ვოლსკის არ იცნობს.

 

„ეს ჩემია და ვოლსკის მხოლოდ ტელევიზორიდან ვიცნობ. ახლობლებო, ის ხომ იცით, რომ პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს? დაიმახსოვრეთ, ეს სახლი გონიოში, ჩემია და მეტი არავის! ჟურნალისტებო, ნუ შემაწუხებთ. აგერაა ფოტოებიც. რეესტრიდან ამონაწერის ძიება მეზარება. გამგები გაიგებს“, - აღნიშნავს თენგიზ ზენაიშვილი და სახლის ფოტოებს ასაჯაროვებს.

https://www.facebook.com/tengiz.zenaishvili/posts/10214330776581951

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner