logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ცილისწამება კანონით უნდა ისჯებოდეს!
- +

25 ოქტომბერი. 2020. 20:23

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ნოდარ მელაძისა და ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ეხმაურება და წერს:

 

“ბიჯო, ამ სახლების თუ სასახლეების მეპატრონეობას აბრალებთ-აბრალებთ, გადაუფორმეთ მაინც!

 

ზოგადად კი, ჩემი პოზიცია ცნობილია:

 

პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი “დაუსაბუთებელი ქონების შესახებ”.

 

დიახ, სპეციალური კანონი და არა – ცვლილება ან დამატება რომელიმე არსებულ კანონში!

 

ამ კანონს უნდა ჰქონდეს უკუქცევითი ძალა და სპეციალურმა პროკურატურამ ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა (მივანიჭოთ ეს უფლებამოსილება!) ნაბიჯ-ნაბიჯ გამოიძიოს, ბოლო 30 წლის განმავლობაში ვინ რა ქონებას დაეპატრონა და როგორ დააგროვა “საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები”!

 

თუ ასე არ მოვიქცევით, პოლიტიკურ დღის წესრიგში ქონების თემა ყოველთვის იქნება საეჭვო და დისკრედიტაციისთვის საუკეთესო მასალა!

 

ასევე აუცილებელი მგონია, რომ ცილისწამება კანონით ისჯებოდეს!

 

ყოველი ასეთი ფაქტი საგანგებოდ უნდა შეისწავლონ და დადასტურების შემთხვევაში ქონება გადაეცეს სახელმწიფოს. ხოლო თუ ცილისწამებაა და წესიერ ადამიანს რეპუტაცია შეულახეს და ჩირქი მოსცხეს, აუცილებლად უნდა დაისაჯოს ცილისმწამებელი!

 

შეგახსენებთ:

 

საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას იცავს კონსტიტუცია და სპეციალური კანონი, ცილისწამების უფლება კი ჩვენ თვითონ “დავაკანონეთ” და ეს უკანასკნელი ძალიან სერიოზულად აფერხებს დემოკრატიულ პროცესს!” – წერს მძინარაშვილი

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner