logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი ნიკა გვარამიას: გლდანის ციხეში, ის საკანი დაგმშვენდებოდა, სადაც თეთრაძეს ამოხადე სული
- +

26 ოქტომბერი. 2020. 11:20

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას პასუხობს. საუბარია გვარამიას FACEBOOK-პოსტზე, რომელშიც ის ნაცვლიშვილს, მუქარაში ადანაშაულებს.

 

მანამდე „ქართული ოცნების“ პიარ-კონსულტანტმა დაწერა, რომ ნიკა გვარამიას გლდანის ციხე, ხოლო მის რესპოდენტს, ელდარ გოგოლაძეს გუანტამოს ციხე „არ ასცდება“.

 

„გლავკანალი და ნიკა გვარამია, რუსული ჩეკისტური პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში, უკვე  დაუფარავად  ამტკიცებენ, რომ ამერიკის სახელმწიფო პატიმრებს აწამებს. ამ ფონზე, აბა, მე რა მოსატანი ვარ? თუმცა, უკუღმაა, ასინეთა, ყველაფერი. წამების მეტაფორა შენი აშენებული გლდანის ციხეა და არა გუანტანამო, სადაც თავისუფალი სამყაროსთვის ყველაზე საშიში დამნაშავეები იხდიან სასჯელს. გოგოლაძე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას ნაღმს ჯერ კიდევ 27 წლის წინ უდებდა და ეს თუ დაუმტკიცდა, სწორედაც რომ გუანტანამოს იმსახურებს. აი, შენ კი, გლდანის ციხეში, ის საკანი დაგმშვენდებოდა, სადაც თეთრაძეს ამოხადე სული. თუმცა, იქ წულუკიანმა ახლა ედემი გააშენა პატიმრებისთვის და იჯდები ბრეივიკივით და გააპროტესტებ, ყავა რატომაა ცივი და კარაქი ზედმეტად გაყინული, პურზე არ ესმევაო.

 

P.S. რაც შეეხება ვირთხების გნიასს ჩემს ეგრედ წოდებულ მუქარაზე: კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორად არ ავიყვანე სამსახურში ეს ჭორიკანა უვიცი -  კერძო პირის (რომელიც არანაირ სახელმწიფო თანამდებობას არ იკავებს) მოსაზრება ამა თუ იმ საქმის განვითარებაზე, თეორიულადაც ვერ შეფასდება  დაპატიმრების მუქარად“, - წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner
არქივი
right_banner