logo_geo
eng_logo
მერაბ ქვარაია: სამეგრელო ყოფილა სააკაშვილის „ცხოვრების არსი" - სამეგრელო, რომელსაც ყველაზე მეტად გადაუარა და რომელიც ყველაზე მეტად გაამწარა
- +

26 ოქტომბერი. 2020. 13:16

 

 

„სრული ცინიზმი - სამეგრელო ყოფილა თურმე სააკაშვილის „ცხოვრების არსი". სამეგრელო, რომელსაც ყველაზე მეტად გადაუარა, რომელიც ყველაზე მეტად გაამწარა, სადაც ყველაზე მეტი დაიჭირა, დააპატიმრა, მოსპო და გაანადგურა, სადაც ყველაზე მეტი უსამართლობა ჩაიდინა“, - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მერაბ ქვარაია.

 

„სამეგრელო, სადაც კუდ-ის, სოდ-ის და „პროკურატორების“ სრული დიქტატი დაამყარა, ადამიანებს ერთმანეთთან საუბარი დაავიწყა, ტოტალური შიში გაამეფა, სადაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით გაავსო საკუთარი არქივები, სადაც ხურჩის და განმუხურის სპექტაკლები დადგა, სადაც პირდაპირ „ნაცისტურ ზონად“ აქცია რეგიონი... და „სამეგრელო ყოფილა თურმე მისი ცხოვრების არსი და აფხაზეთი“, აფხაზეთი კიდევ ცალკე თემაა... კი, დაგიჯერეთ, როგორ არა, „შენი ცხოვრების არსია“ თურმე სამეგრელო“, - წერს მერაბ ქვარაია.

 

 

right_banner
არქივი
right_banner