logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: 31 ოქტომბერს „ნაც“ ოპოზიცია სამარცხვინოდ წააგებს
- +

26 ოქტომბერი. 2020. 23:02

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

“მავნებელ “ნაც” ოპოზიციას, მის მარიონეტ ჟურნალისტებსა და “ექსპერტებს” კომპლექსური საგამოძიებო-საპოლიციო მოქმედებები ჰოლივუდის ფილმი ჰგონიათ, რომელიც 2-2,5 საათში უნდა დასრულდეს.

 

ბოლო ხმით წივიან, რომ სახელმწიფო “ჩამოიშალა”, არაფერი მუშაობს, აყენებენ გაუგონარ შეურაცხყოფას ჩვენ სახელოვან პოლიციელებს და ა.შ. ჩვეული ხელწერა, როცა რაღაც თემას ბოროტად უკუღმა და ორკესტრირებულად ატრიალებენ.

 

ამ გავეშებულ „ნაცსექტანტებს“ მშვიდად შევუთვლი: ჩამოშლილობა თქვენ აზროვნებაში უკვე დიდი ხანია. 31 ოქტომბერს „ნაც“ ოპოზიცია სამარცხვინოდ წააგებს. დაუმორჩილებლობის უსუსური მცდელობები კი ისევ კრახით დასრულდება. ესებუასა და მის სავარაუდო თანამზრახველებს კი პოლიცია ადრე თუ გვიან დააკავებს.”- წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner