logo_geo
eng_logo
გიორგი ბარამიძე: ამ თავხედ, კორუმპირებულ და უპრინციპო, პუტინის ტელევიზიის კორესპონდენტს დამიხედე რა დღეშია
- +

27 ოქტომბერი. 2020. 02:08

 

 

„ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი გიორგი ბარამიძე  ირაკლი ოქრუაშვილის დამცინავ პოსტს პასუხობს:

 

„ამ თავხედ, კორუმპირებულ და უპრინციპო, პუტინის ტელევიზიის კორესპონდენტს დამიხედე რა დღეშია.

 

შენ ხომ არ გგონია საერთო ოპოზიციური საქმის ხათრით, ვინ და რა ხარ, რომ არ ვამბობდით, დაგვავიწყდა, რომ სინამდვილეში, საკუთარი გუნდისა და ქვეყნის ინტერესების მოღალატე, ცრუ მოწმე და ცრუ დამსმენი, საცოდავი არარაობა ხარ?

 

ვერაფერმა გასწავლა ჭკუა და ვერაფერმა მოგიყვანა გონზე, ამიტომ სულ ეგეთი გაბღენძილი იდიოტი დარჩები, რომელიც ვერასდროს ჩამოირეცხავს იმ ქაქის ლაქას, რაშიც ცხოვრების უბადრუკ გზაზე ამოიგანგლე.

 

შენი პროკურორობისა და მინისტრობისას ხალხს მუდმივად, საროსკიპოში შევარდნილი და მძინარე კაცის საცვლებში დამპატიმრებლად დარჩები. და ამიტომაც რაც არ უნდა “საერთო ოპოზიციური” კანდიდატის სახელი დაირქვა, მაინც სულ რა ჩასვრილი ლუზერიც იყავი, ის დარჩები!”- წერს გიორგი ბარამიძე.

 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბარამიძე, ირაკლი ოქრუაშვილის სტატუსმა გააღიზიანა.

 

“ყველა ხელისუფლებას თითო “ჩაინიკი” ანუ “ლამაზისეული” შინაგან საქმეთა მინისტრი ჰყავდა.

 

გამსახურდიას – დილარ ხაბულიანი, შევარდნაძეს – კობა ნარჩემაშვილი, მიშას – გია ბარამიძე”, -  წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner