logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: არჩევნებში იგებს საზოგადოება, რომელიც არ მოაბრუნებს უკან ჯალათებს, პოლიტიკანებსა და საქართველოსთან მებრძოლ ნაცებს!
- +

27 ოქტომბერი. 2020. 15:05

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ახმაურება „ქართული ოცნების“ წევრის, თეა წულუკიანის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32, პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან.

 

„როგორც დღეს, „ქართული ოცნებიდან“, ქალბატონი წულუკიანისგან შევიტყვეთ, 31 ოქტომბერს,  „ნაცმოძრაობა“ საკუთარ თავს დააკვირდება ე.წ. დამკვირვებლების მეშვეობით.

 

ლევან ხაბეიშვილი საკუთარ თავს, ექს-პროკურორი ზოდელავაც, შაშკინიც და ა.შ. ა „დასკვნებს“ გამოაქვეყნებენ, ადვილად მისახვედრია.

 

სულ „ნაცარსენალშია“ „დამკვირვებელი“ 30 NGO.  ამას მიუმატეთ ის განშტოებები, რომლებმაც იკადრეს და საპრეზიდენტო არჩევნებისას უდიდესი ტყუილი თქვეს ყალბი ელექტრონული პასპორტების დამზადებაზე.

 

ვხედავთ, რომ სააკაშვილი და მისი ვასალები ღიად საუბრობენ „გარდუვალ გაყალბებაზე“ და ისმის მოწოდებები „ხელისუფლების დამხობაზე“.

 

ნაცებთან აფილირებულმა კვლევითმა ორგანიზაციამ IPM  Research-მა იკადრა ისიც, რომ გამოკითხვაში, შეკითხვებში - არჩევნები რომ გაყალბდეს, როგორი იქნება რეაქცია? - ერთ-ერთ პასუხად შეიარაღებული რევანშის ვარიანტი ჩაწერა (შესაძლოა, ეს ნაწილი უკვე ამოიღეს).

 

მაღალი ალბათობით, კვლავაც შეეცდებიან წაგებულ რამდენიმე უბანზე დაძაბულობის კერების შექმნას. ემდეგ, 1 ნოემბერს კარვებით, სასტვენებით, ბოქლომებით ხმაურიან სირბილს, მაგრამ ამაოდ.

 

ამ მნიშვნელოვან არჩევნებში იგებს საზოგადოება, რომელიც არ მოაბრუნებს უკან ჯალათებს, პოლიტიკანებსა და საქართველოსთან მებრძოლ ნაცებს!“ - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

right_banner
არქივი
right_banner