logo_geo
eng_logo
ირინა ბათიაშვილი: ასეთი ამბიციები ეროვნული მოძრაობის ბუმბერაზ პოლიტიკოსებს და სახელმწიფო მოღვაწეებს არ ჰქონიათ
- +

27 ოქტომბერი. 2020. 18:57

 

 

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრის, ფილოსოფოს ირაკლი ბათიაშვილის შვილი ირინა ბათიაშვილი, პოლიტიკოსების არარეალური დაპირებების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ზოგ ახალბედა, ახალგაზრდა პოლიტიკოსს, მამრობითი და მდედრობითი მხარის წარმომადგენელს ვუსმენ და გაოგნებული ვარ.️

 

ასეთი ამბიციები ეროვნული მოძრაობის ბუმბერაზ პოლიტიკოსებს და სახელმწიფო მოღვაწეებს არ ჰქონიათ.

 

დასწიონ ცოტა მენტორული ტონი და თავმდაბლობა ისწავლონ. შევღონდით ყველა.

 

მთელი მსოფლიო კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე, თავისთავად ებრძვის სიღარიბეს და ახალ მძიმე გამოწვევებს.

 

ეკონომიკური არასტაბილურობა და ტურიზმის ძლიერი შემცირება, სამწუხაროდ, პანდემიის თანმდევი პროცესია. ამ ყველაფერს ამბიციების გარეშე უნდა გავუსწოროთ თვალი. ის ტურიზმში წინ გადადგმული ნაბიჯები, რაც 2018 წელს აშკარა წინსვლის პერსპექტივას გვაძლევდა, ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება არსებული პანდემიური მდგომარეობის გამო. ამიტომაც დღეს ახალი ალტერნატიული გეგმები უნდა დავსახოთ, როგორ მოხდეს აღდგენა ტურიზმის. თავისთავად ცხადია, რომ ტურიზმი ერთ და ორ თვეში არ დაუბრუნდება თავის კალაპოტს, ხოლო შემოსავლის გაორმაგებაზე საუბარი უბრალოდ გაღიმებას იწვევს.

 

აქედან გამომდინარე, სანამ ტურიზმიდან რეალურად მიიღებს იმავე შემოსავალს ხალხი, იქამდე სახელმწიფომ უნდა დასახოს ალტერნატიული ხედვები, რომლითაც კოვიდით დაზარალებული მცირე და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ტაქსის მძღოლები და სხვა დაინტერესებული პირები შეძლებენ თავისი შრომის შედეგად ნორმალური შემოსავლების მიღებას.

 

პანდემიამ შეცვალა მსოფლიო და ამაზე ხმამაღლა საუბრობენ, ამიტომაც ვფიქრობ, ჩვენ განცხადების გაკეთებისას უნდა ვიყოთ ობიექტურნი.

 

რეალური დაპირებები. აი, რა არის მთავარი ჩვენი ქვეყნისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, - წერს ირინა ბათიაშვილი.

 

right_banner
არქივი
right_banner