logo_geo
eng_logo
ეკა კვიტაშვილი სააკაშვილზე: პირველი ნოემბრიდან უმუშევარი დარჩება და არ მგონია, სხვების საზრუნავად ჰქონდეს საქმე
- +

27 ოქტომბერი. 2020. 21:43

 

 

„შეცდი მიშა, ეს არ უნდა მოგეწერა, კიდევ ერთხელ შეგვახსენე, რომ არასდროს უნდა დაბრუნდეს დრო, როცა შენ ნიშნავდი ან ხსნიდი ადამიანებს“ - ასე ეხმიანება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკა კვიტაშვილი მიხეილ სააკაშვილის სმს შეტყობინებას, რომელიც მან საჯარო მოხელეებს გაუგზავნა.

 

მისი თქმით, ზელენსკის პარტიამ, „ნოვატორი მიშას“ გადამკიდე უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები ყველა დიდ ქალაქში წააგო, პირველი ნოემბრიდან თავად უმუშევარი დარჩება და სხვების დასაქმება-არდასაქმებაზე საზრუნავად ალბათ არ ექნება საქმე.

 

SAAKASHVILI - „სამსახურს არც ერთ შემთხვევაში დაკარგავთ“ ამ გზავნილს აგზავნის თურმე. ჯერ გამეცინა, რატომ? პირველი - იმიტომ, რომ უპირველესად, წერა-კითხვას თუ ისწავლის და მერე მოგვწერს, კარგი იქნება (თუმცა, რაბათზე რომ იბოდა, იმის მერე რა უნდა გამიკვირდეს. მეორე - იმიტომ, რომ პირველი ნოემბრიდან თავად უმუშევარი დარჩება და არა მგონია, სხვების დასაქმება-არდასაქმებაზე საზრუნავად ჰქონდეს საქმე (ამასობაში ზელენსკის პარტიამ, „ნოვატორი მიშას“ გადამკიდე უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები ყველა დიდ ქალაქში წააგო). მერე გავბრაზდი მის უტიფრობაზე, რატომ? პირველი - იმიტომ, რომ ამ სადისტის ბუნებიდან გამომდინარე, პირდაპირ მუქარად მივიღე! მეორე - იმიტომ, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სადაც მუშაობა დავიწყე (რა თქმა უნდა, გარდა საჯარო სექტორისა) პირდაპირ ულტიმატუმს უყენებდნენ იმ კომპანიების ან დაწესებულებების ხელმძღვანელებს, სამსახურიდან თუ არ გამათავისუფლებდნენ, ან შეკვეთას ვერ მიიღებდნენ, ან მკაცრად შეამოწმებდნენ მათ საქმიანობას. მესამე - იმიტომ, რომ გამოვიდეს რომელიმე საჯარო მოხელე და თქვას, რომ ნაცების დროს საჯარო სექტორში განსხვავებული აზრის მქონე თუნდაც ერთი მოხელე მსახურობდა?! ასეთი ბუნებაში არ არსებობს, რადგან მათთვის მიუღებელია განსხვავებული აზრი, ამიტომაც წერს ამ უდღეურ სმს-ებს, „ქურდს ქუდი ეწვისო“, მასზეა! შეცდი მიშა, ეს არ უნდა მოგეწერა, კიდევ ერთხელ შეგვახსენე, რომ არასდროს უნდა დაბრუნდეს დრო, როცა შენ ნიშნავდი ან ხსნიდი ადამიანებს!“ - წერს ეკა კვიტაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner